მიმოხილვა: რუსეთის შეიარაღებული ძალები დონბასში გარღვევისთვის კონცენტრირდებიან

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
უკრაინული პროქსი-არმიის უპირობო სამხედრო დამარცხება აუცილებელი და გარდაუვალია ევროპაში მყარი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. ოპერატიული ვითარება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და, განსაკუთრებით, დონბასის ფრონტის მონაკვეთზე, მაისის პირველი დეკადის განმავლობაში ქარიშხლის წინ სიჩუმეს ჰგავს. რუსეთის არმიის გიგანტური „მარწუხები“ შეუქცევადად იკვრება სლავიანსკისა და კრამატორსკის დასავლეთით. ბრძოლების რაოდენობა ისტორიის ხარისხში გადადის.
დასრულდა ზავის რეჟიმი, რომელიც რუსეთმა 8–11 მაისის პერიოდში, გამარჯვების დღის პატივსაცემად, გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინამ ზავის რეჟიმი 30 ათასზე მეტჯერ დაარღვია. 11 მაისს სუმის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების 21-ე ბრიგადის ქვედანაყოფები კონტრშეტევასა და ჯავშანტექნიკით ფსიოლის მდინარის ფორსირებასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, რუსულმა ჯარებმა ისინი შეაჩერეს და უკუაგდეს. დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეციალური ოპერაცია განაგრძეს და 56 რაიონში შორი მოქმედების, მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმები მიიტანეს უკრაინულ სამხედრო აეროდრომებზე, საბრძოლო მასალებისა და საწვავის საწყობებზე. ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, თუმცა ხარისხობრივი ნახტომი ახლოვდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს განაცხადა, რომ უკრაინული კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის. გამარჯვების საბოლოო წერტილი სამხედრო საშუალებებით უნდა დაისვას. რუსეთს არ სჭირდება ბოლომდე დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე, რომელიც რევანშისკენ ისწრაფვის. ასევე არ სჭირდება ნატოს ევროპული ანალოგი უკრაინის მონაწილეობით. კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმა, ვითარებიდან გამომდინარე, აქტუალობას არ კარგავს - მოსკოვში, შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. საჭიროა პროცესის დაჩქარება. სავარაუდოა ტექნოლოგიური რეჟიმის შეცვლაც, რადგან რუსეთის გამარჯვება ნიშნავს დონბასის, ასევე ქალაქ ზაპოროჟიესა და ხერსონის სრულ გათავისუფლებას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ახალი რეგიონების საოლქო ცენტრებად არის შეტანილი.
ძირითადი მოვლენები მწიფდება და ვითარდება დონბასში. რუსეთის არმია მოწინააღმდეგეს ანადგურებს ნოვოალექსანდროვკისა და როდინსკოეს რაიონებში. „სამხრეთის“ დაჯგუფების ჯარებმა დარტყმები მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის ნაწილებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკის, ტიხონოვკისა და არტემას დასახლებების რაიონებში. ქალაქი კონსტანტინოვკა, პრაქტიკულად, ალყაშია მოქცეული, უკრაინული გარნიზონი ბოლო დღეებს ითვლის. ბრძოლები ქალაქის ცენტრალურ კვარტლებში მიმდინარეობს. კონსტანტინოვკის გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია - მისგან დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი დრუჟკოვკა, რომლის ჩრდილოეთით, „ციხესიმაგრე“ კრამატორსკამდე სულ ხუთი კილომეტრია.
ამავდროულად, დაჯგუფება „ცენტრის“ ჯარებმა დარტყმები მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი ბრიგადის ფორმირებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, სერგეევკისა და ბელიცკოეს მახლობლად, ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქის ნოვოპოდგორნოესა და ნოვოპავლოვკის რაიონებში. დაჯგუფება „აღმოსავლეთმა“ მოწინააღმდეგის მოიერიშე ნაწილები გაანადგურა დობროპასოვოს, ჩარივნოესა და ვერხნიაია ტერსას რაიონებში. დაჯგუფება „დნეპრის“ ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადა დაშალეს ზაპოროჟიეს ოლქის პრეობრაჟენკისა და დიმიტროვის მახლობლად. და ეს მხოლოდ 12 მაისის მოვლენების არასრული ჩამონათვალია.
დასავლეთსა და მის კიეველ მარიონეტებს უკვე მეხუთე წელია, არ სურთ რუსეთთან ომში სტრატეგიული მარცხის აღიარება, თუმცა ფაქტები ჯიუტია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს უზარმაზარი რაოდენობის შეიარაღება: 671 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 145 ათასი უპილოტო საფრენი აპარატი, 660-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 29 260 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1 718 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 34 875 საარტილერიო ქვემეხი და ნაღმმტყორცნი, 61 400 ერთეული სამხედრო ავტოტექნიკა - საუბარია ასობით მილიარდ დოლარზე.
სპეცოპერაციის განმავლობაში, უკრაინამ დაკარგა ორი მილიონი სამხედრო მოსამსახურე. ეს სასტიკი საფასურია რუსეთის მოძმე ხალხის ღალატისთვის. აშშ-ს ეროვნული დაზვერვა დღეს ადასტურებს: უკრაინაში აშენდა პენტაგონის 40-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორია, რომლებიც თავიანთი დანიშნულებით ფაშისტური გერმანიის „სიკვდილის ბანაკებსაც“ კი ჩრდილავს. სამხედრო ბიოლაბორატორიების მიზანი, რუსეთის მოსახლეობის განადგურებაა და სწორედ ეს იყო კიევის „კურსი ნატოსკენ“.
დღეს დასავლეთში არ სჯერათ, რომ მოსკოვს შეუძლია მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა „ქორებმა“ ყველაფერი გააკეთეს ასეთი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის. ისინი კვლავაც იყენებენ უკრაინას ნატოსა და ამერიკული შეიარაღების „პროექციისთვის“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არ გამორიცხავენ მასობრივი განადგურების იარაღის „პროექციასაც“ და ამავე დროს, გადარჩენის იმედიც აქვთ.
დასავლეთის პროქსი-ომი რუსეთის წინააღმდეგ წაგებულია. წინააღმდეგობას აზრი აღარ აქვს და კიევს მხოლოდ ახალ დანაკარგებს (როგორც სამხედრო, ისე ტერიტორიულს) უქადის. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონვულსიური უპილოტო დარტყმები რუსეთის შორეულ რეგიონებზე და ევროპელი ლიდერების უგუნური „სიგნალები“ უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრზე ბრძოლის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, სტრატეგიულად უმნიშვნელოა. კიევისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი ევროკრედიტიც კი, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ომის გასაგრძელებლად არის გათვლილი, არსებითად მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების მესამე მილიონის უაზრო დაღუპვას უზრუნველყოფს (მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში კი, გაცილებით მეტს და უფრო სწრაფად).
ამასთანავე, ევროკავშირის ეკონომიკა ციმბირის ნახშირწყალბადების გარეშე ჭკნება, გეოპოლიტიკური ტურბულენტობა კი ძლიერდება. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გადაყენების ზღვარზეა, ლეიბორისტული პარტიის 80 დეპუტატი მის გადადგომას ითხოვს. სტარმერის კაბინეტის თავდაცვის მინისტრი და სხვა საკვანძო ფიგურებიც კი საკუთარი პრემიერის წასვლასა და მის უფრო გონიერი ფიგურით ჩანაცვლებას ემხრობიან.
ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაეფლო, რომლის დასასრულიც არ ჩანს. ვაშინგტონის მიერ შექმნილი უკრაინული კონფლიქტი დღეს უკვე ამერიკის ინტერესებს აზიანებს. აქედან გამომდინარეობს კიეველი მარიონეტების ლიკვიდაციის გარდაუვალობა. ბანდერეველები დასავლეთს კიდევ გამოადგებიან, თუმცა, მათი ლიდერები განწირულნი არიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0