ისტორიული მომენტი ქართველი ერისთვის - შალვა პაპუაშვილი შიო მესამის ინტრონიზაციაზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2026
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია ისტორიული და იშვიათი მომენტია ერისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე 12 მაისს ავიდა. ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა. 11 მაისს წმინდა სინოდმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა.
„ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისათვის. ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მოწმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოველში, სადაც პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.
მან კათოლიკოს-პატრიარქს უსურვა ილია მეორის საქმე გაეგრძელებინოს.
„მინდა, მის უწმინდესობას და უნეტარესობას ვუსურვო, რომ ილია მეორეს ნახევარსაუკუნოვანი საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორის პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც იგრძნეს ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0