https://sputnik-georgia.com/20260512/ironia-da-cinizmi-ocneba-opozicias-eklesiasa-da-rwmenaze-tavdasxmebsi-adanasaulebs-298588578.html
ირონია და ცინიზმი: „ოცნება“ ოპოზიციას ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმებში ადანაშაულებს
ირონია და ცინიზმი: „ოცნება“ ოპოზიციას ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმებში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში რადიკალური ძალები არ ისვენებენ, თუმცა მათ წარმატების შანსი არ გააჩნიათ, განაცხადეს მმართველ პარტიაში 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T17:35+0400
2026-05-12T17:35+0400
2026-05-12T17:35+0400
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044674_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_050bc5352c2bf3401a7f25c283f6b425.jpg
ოპოზიციის კრიტიკა ეკლესიისა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიოს მესამის მიმართ მისი არჩევის შემდეგ გაძლიერდა. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტად რჩება და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს. ბოლო დღეებში ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნა და ახალი პატრიარქის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა.„ირონია და ცინიზმი, რომელიც მუდმივად გასდევთ მათ (ოპოზიციის - რედ.) კომენტარებსა, თუ პოსტებს, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არ შეიცვლიან ზნეს. ისინი ებრძვიან ჩვენს რელიგიას, რადგან სწორედ სარწმუნოება გვაერთიანებს“, - აღნიშნა წილოსანმა.ანალოგიური შეფასება მისცა ოპოზიციას „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ რადიკალური ძალები ზეწოლას ახდენენ პატრიარქის არჩევის პროცესის საზოგადოებრივ აღქმაზე.ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის კრიტიკის მცდელობები ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და ეკლესიის ირგვლივ სიტუაციის განვითარებაზე.სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე ოფიციალურად ავიდა. ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044674_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_c7bf78ac4e4db2bb6d859009ca80562a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ირონია და ცინიზმი: „ოცნება“ ოპოზიციას ეკლესიასა და რწმენაზე თავდასხმებში ადანაშაულებს
ქვეყანაში რადიკალური ძალები არ ისვენებენ, თუმცა მათ წარმატების შანსი არ გააჩნიათ, განაცხადეს მმართველ პარტიაში
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები რელიგიური ღირებულებების წინააღმდეგ გამოდიან, მათი რიტორიკა გაჯერებულია ირონიითა და ცინიზმით, რაც მხოლოდ მათი პოზიციის უცვლელობას ადასტურებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციის კრიტიკა ეკლესიისა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიოს მესამის მიმართ მისი არჩევის შემდეგ გაძლიერდა. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტად რჩება და საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს. ბოლო დღეებში ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნა და ახალი პატრიარქის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა.
„ირონია და ცინიზმი, რომელიც მუდმივად გასდევთ მათ (ოპოზიციის - რედ.) კომენტარებსა, თუ პოსტებს, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არ შეიცვლიან ზნეს. ისინი ებრძვიან ჩვენს რელიგიას, რადგან სწორედ სარწმუნოება გვაერთიანებს“, - აღნიშნა წილოსანმა.
ანალოგიური შეფასება მისცა ოპოზიციას „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ რადიკალური ძალები ზეწოლას ახდენენ პატრიარქის არჩევის პროცესის საზოგადოებრივ აღქმაზე.
„არ ისვენებენ რადიკალური ძალები საქართველოში. ახლაც კი ვხედავთ არაერთ სტატუსს, სადაც არის დარჩენილი მცდელობა, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს (პატრიარქის არჩევა - რედ.) რაიმე ფორმით შეუცვალონ გეზი და სხვაგვარად დაანახონ საზოგადოებას. ბუნებრივია, რომ მათ წარმატების შანსი არ გააჩნიათ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ადრე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესის კრიტიკის მცდელობები ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და ეკლესიის ირგვლივ სიტუაციის განვითარებაზე.
სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატრიარქო ტახტზე ოფიციალურად ავიდა. ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.