https://sputnik-georgia.com/20260512/intronizacia-298581921.html
სვეტიცხოველში შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონია იწყება
სვეტიცხოველში შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონია იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T10:21+0400
2026-05-12T10:21+0400
2026-05-12T10:48+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298581550_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_c5bd0357363b14ee892f80e2ad17f077.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციის ცერემონია იწყება.სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი უკვე სვეტიცხოველში იმყოფებიან. ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.კენჭისყრის პროცესი და შედეგიბის გამოცხადება პირდაპირ ეთერში გაშუქდა, ხოლო ხმების დათვლა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა."ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!" - აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა და წმინდა სინოდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0c/298581550_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_4980817f0b254de4f5ccb52cf6938065.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
სვეტიცხოველში შიო მესამის ინტრონიზაციის ცერემონია იწყება
10:21 12.05.2026 (განახლებულია: 10:48 12.05.2026) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაციის ცერემონია იწყება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მივიდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი უკვე სვეტიცხოველში იმყოფებიან. ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.
კენჭისყრის პროცესი და შედეგიბის გამოცხადება პირდაპირ ეთერში გაშუქდა, ხოლო ხმების დათვლა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით!" - აღნიშნა არჩეულმა პატრიარქმა და წმინდა სინოდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.