https://sputnik-georgia.com/20260512/hantavirusi-298587781.html
ჰანტავირუსი: რატომ შეიძლება მას ყურადღება არ მიაქციონ
ჰანტავირუსი: რატომ შეიძლება მას ყურადღება არ მიაქციონ
Sputnik საქართველო
დაავადება ფილტვებს ან თირკმელებს აზიანებს და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად სრულდება 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T17:05+0400
2026-05-12T17:05+0400
2026-05-12T17:05+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
არგენტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/04/282959712_0:143:3072:1871_1920x0_80_0_0_833e7e7135504c2c8da60fcabcae48be.jpg
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ჰანტავირუსის მთავარი საფრთხე მისი ფარულობაა - ის დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება და როდესაც სიმპტომები ბოლოსდაბოლოს ვლინდება, ისინი ადვილად შეიძლება აღიქვან ჩვეულებრივ გაციებად, განაცხადა „კლინიკა ეკატერინინსკაიას“ ინფექციონისტმა ნატალია შვედოვამ.არგენტინიდან კაბო-ვერდეში მიმავალ ჰოლანდიურ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე დაავადების აფეთქებამ ვირუსისადმი ახალი ყურადღების ტალღა გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შვიდი შემთხვევა დაადასტურა, რომელთაგან სამი ფატალური აღმოჩნდა. გემი ტენერიფეს სანაპიროს 10 მაისს მიადგა.„ინკუბაციის პერიოდი შეიძლება ერთ თვემდე გაგრძელდეს და პირველი სიმპტომები ადვილად შეიძლება შეგეშალოს ჩვეულებრივ გრიპში: ტემპერატურის მკვეთრი მატება, სისუსტე და „მტვრევა“, - განმარტა მან Lenta.ru-სთან ინტერვიუში.ექსპერტის თქმით, ინფიცირება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: საკმარისია ადამიანმა უბრალოდ შეისუნთქოს მღრღნელების გამომშრალი ექსკრემენტების შემცველი მტვერი ან შემთხვევით შეჭამოს საკვები, რომელზეც ვირთხამ გაიარა. ვირუსი ყველაზე ხშირად ციებცხელებას თანმდევი თირკმლის სინდრომით იწვევს.„თუ ამას გაციებას მიაწერთ და დროულად არ მიმართავთ ექიმს, მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე დღეში კრიტიკული გახდეს. ამ ცხელებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 პროცენტს აღწევს“, - გააფრთხილა ექიმმა.რა არის ჰანტავირუსი?ეს ვირუსი პირველად აზიის ქვეყნებში 1950-იან წლებში გამოვლინდა. ვრცელდება ძირითადად თაგვებისა და ვირთხებისგან. მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და განავლის მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. ზოგჯერ ადამიანის ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირიებული საკვების მიღებითაც ხდება, თუმცა ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია. ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება.ჰანტავირუსის გავრცელების პოტენციური არეალებია ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლოა მღრნელები ცხოვრობდნენ – სარდაფი, ბეღელი, ფარდული და სხვა.ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ხდება მათი ინტუბირება და ისინი ჟანგბადით თერაპიას გადიან.
არგენტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/04/282959712_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_22c6b9e68fd4289e0e69939631b9afa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, არგენტინა
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, არგენტინა
ჰანტავირუსი: რატომ შეიძლება მას ყურადღება არ მიაქციონ
დაავადება ფილტვებს ან თირკმელებს აზიანებს და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალურად სრულდება
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ჰანტავირუსის მთავარი საფრთხე მისი ფარულობაა - ის დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება და როდესაც სიმპტომები ბოლოსდაბოლოს ვლინდება, ისინი ადვილად შეიძლება აღიქვან ჩვეულებრივ გაციებად, განაცხადა „კლინიკა ეკატერინინსკაიას“ ინფექციონისტმა ნატალია შვედოვამ.
არგენტინიდან კაბო-ვერდეში მიმავალ ჰოლანდიურ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე დაავადების აფეთქებამ ვირუსისადმი ახალი ყურადღების ტალღა გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შვიდი შემთხვევა დაადასტურა, რომელთაგან სამი ფატალური აღმოჩნდა. გემი ტენერიფეს სანაპიროს 10 მაისს მიადგა.
„ინკუბაციის პერიოდი შეიძლება ერთ თვემდე გაგრძელდეს და პირველი სიმპტომები ადვილად შეიძლება შეგეშალოს ჩვეულებრივ გრიპში: ტემპერატურის მკვეთრი მატება, სისუსტე და „მტვრევა“, - განმარტა მან Lenta.ru-სთან ინტერვიუში.
ექსპერტის თქმით, ინფიცირება უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: საკმარისია ადამიანმა უბრალოდ შეისუნთქოს მღრღნელების გამომშრალი ექსკრემენტების შემცველი მტვერი ან შემთხვევით შეჭამოს საკვები, რომელზეც ვირთხამ გაიარა. ვირუსი ყველაზე ხშირად ციებცხელებას თანმდევი თირკმლის სინდრომით იწვევს.
„თუ ამას გაციებას მიაწერთ და დროულად არ მიმართავთ ექიმს, მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე დღეში კრიტიკული გახდეს. ამ ცხელებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40 პროცენტს აღწევს“, - გააფრთხილა ექიმმა.
ეს ვირუსი პირველად აზიის ქვეყნებში 1950-იან წლებში გამოვლინდა. ვრცელდება ძირითადად თაგვებისა და ვირთხებისგან. მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და განავლის მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. ზოგჯერ ადამიანის ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირიებული საკვების მიღებითაც ხდება, თუმცა ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია. ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება.
ჰანტავირუსის გავრცელების პოტენციური არეალებია ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლოა მღრნელები ცხოვრობდნენ – სარდაფი, ბეღელი, ფარდული და სხვა.
ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ხდება მათი ინტუბირება და ისინი ჟანგბადით თერაპიას გადიან.