https://sputnik-georgia.com/20260512/2025-wels-umushevrobis-done-ar-secvlila-298579667.html
2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა
2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა
Sputnik საქართველო
სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში. 12.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-12T10:55+0400
2026-05-12T10:55+0400
2026-05-12T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783348_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_7aab80e4422b5862422d34e1fd59ccf3.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, იმდენივე რაც 2024 წელს იყო, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2024 წელში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.„საქსტატის" მონაცემებით, სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში.2025 წელს უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 1,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 2,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 15,7 და 11,2% შეადგინა.გასულ წელთან შედარებით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში შემცირდა.უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მაჩვენებელი ქალებს შორის 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებს შორის - 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად, 11,4 და 15,8% შეადგინა.2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი დაფიქსირდა 15-19 ასაკობრივ ჯგუფში (39%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფში (3,5%), რისი მთავარი მიზეზიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში დაბალი აქტივობის დონეა.მოსახლეობის აქტივობა„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2025 წელს 54,5% შეადგინა - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლები.ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.„ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, სოფლის დასახლებებში კი არ შეცვლილა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46,9% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.2025 წელს დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69,3% შეადგინა, რაც 0,8 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 30,7% შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს 31,5% იყო.2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების მაჩვენებელი 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მამაკაცებში - 0,2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 39,1% და 55,8% შეადგინა.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 44,2%, მამაკაცებში - 66,3%. ამასთან ქალების აქტივობის დონე 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მამაკაცებში კი 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783348_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_c4a49d8bc6671d85bc8e54ba6be2a226.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე არ შეცვლილა
სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, იმდენივე რაც 2024 წელს იყო, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წელში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
„საქსტატის" მონაცემებით, სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში.
2025 წელს უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 1,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 2,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 15,7 და 11,2% შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში შემცირდა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მაჩვენებელი ქალებს შორის 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებს შორის - 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად, 11,4 და 15,8% შეადგინა.
2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი დაფიქსირდა 15-19 ასაკობრივ ჯგუფში (39%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფში (3,5%), რისი მთავარი მიზეზიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში დაბალი აქტივობის დონეა.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2025 წელს 54,5% შეადგინა - 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, სოფლის დასახლებებში კი არ შეცვლილა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46,9% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2025 წელს დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69,3% შეადგინა, რაც 0,8 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 30,7% შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წელს 31,5% იყო.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების მაჩვენებელი 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მამაკაცებში - 0,2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 39,1% და 55,8% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 44,2%, მამაკაცებში - 66,3%. ამასთან ქალების აქტივობის დონე 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მამაკაცებში კი 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.