https://sputnik-georgia.com/20260511/saqartvelosi-axal-katolikos-patriarqs-irceven-298560128.html
საქართველოში ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ
საქართველოში ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ
Sputnik საქართველო
დელეგატების რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 12 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები და ასევე ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T10:09+0400
2026-05-11T10:09+0400
2026-05-11T10:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284444266_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_40067907579d979fef5a6eedf2d53a94.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის გაფართოებული კრება საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.ახალი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით სამებასთან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მოძრაობა 09:00 დან 18:00 საათამდე შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა ასევე მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.სამებაში 1200 დელეგატი შეიკრიბება და ისინი სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ტაძარში შესვლა სპეციალური საშვებით მოხდება, ეზოში შესვლა კი ყველა მსურველს შეუძლია.დელეგატების რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 12 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები და ასევე ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება.კენჭისყრის პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდება, ხმების დათვლის პროცესი კი დახურული იქნება.ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის წევრების პრეროგატივაა. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284444266_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_890dca89f4293d3f483fcdde5cf793be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
საქართველოში ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევენ
დელეგატების რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 12 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები და ასევე ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა სინოდის გაფართოებული კრება საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
ახალი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით სამებასთან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მოძრაობა 09:00 დან 18:00 საათამდე შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა ასევე მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიას შეეხება.
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
სამებაში 1200 დელეგატი შეიკრიბება და ისინი სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევენ. ტაძარში შესვლა სპეციალური საშვებით მოხდება, ეზოში შესვლა კი ყველა მსურველს შეუძლია.
დელეგატების რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 12 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგები და ასევე ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება.
კენჭისყრის პროცესი პირდაპირ ეთერში გაშუქდება, ხმების დათვლის პროცესი კი დახურული იქნება.
ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის წევრების პრეროგატივაა. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.