საქართველოში ღვინის ეროვნული დღე პირველად აღნიშნეს – ვიდეო

გამოწერა
ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, გუდიაშვილის მოედანზე, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ღვინის ეროვნული დღე 8 მაისს აღინიშნა.
ეს დღესასწაული ქვეყნის მთავრობამ 2026 წლის თებერვალში დააწესა. მისი მიზანია ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორიის შენარჩუნება, ქართული ღვინოების პოპულარიზაცია და ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე ყურადღების მიპყრობა. დღესასწაულს ათასობით თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მრავალი ტურისტი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0