https://sputnik-georgia.com/20260511/ratom-gaaqtiurda-ukraina-saqartvelostan-urtiertobasi-maka-boworisvilis-ganmarteba-298570598.html
რატომ გააქტიურდა უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში - მაკა ბოჭორიშვილის განმარტება
რატომ გააქტიურდა უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში - მაკა ბოჭორიშვილის განმარტება
Sputnik საქართველო
მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინამ გაიაზრა საქართველოს მნიშვნელობა მისი გეოპოლიტიკური მომავლისთვის. 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T14:02+0400
2026-05-11T14:02+0400
2026-05-11T14:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292280977_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1591cbc03133e05b753a260a80839b4a.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. უკრაინის გაზრდილი ჩართულობა უკავშირდება საქართველოს მზარდ როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში და რეგიონის სახელმწიფოების საჭიროებას თბილისთან თანამშრომლობისა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.უკრაინული მხარის ინიციატივით, 6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. 4 მაისს ერევანში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში გაიმართა ბოჭორიშვილის და სიბიგას, ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები.მინისტრის თქმით, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი უკავშირდება შეცვლილ რეგიონულ რეალობას და საქართველოს როგორც სატრანზიტო და საკომუნიკაციო კვანძის გაზრდის მნიშვნელობას.„დღეს საქართველოსთან, საქართველოს გავლით ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას უკრაინული მხარისთვისაც. მინისტრის შეფასებით, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდება უკრაინას დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება“, - აღნიშნა მან.ბოჭორიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მიმართ ევროკავშირის შეცვლილ რიტორიკას. მან განაცხადა, რომ ევროპული ინსტიტუტები იაზრებენ თბილისის მიმართ წინა მიდგომის უსამართლობას, თუმცა ურთიერთობების სრულად გადახედვას დრო დასჭირდება.საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ცვლილებები ევროპელი პარტნიორების მხრიდან არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებშიც გამოიხატება.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.საქართველო-უკრაინის ურთიერთობები2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ზელენსკიმ საქართველოში ელჩი 2026 წლის 26 იანვარს დანიშნა, აღნიშნული პოსტი მიხაილო ბროდოვიჩმა დაიკავა.დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292280977_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_ee9b49bac48c99bd82031393c044d5d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , უკრაინა
რატომ გააქტიურდა უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობაში - მაკა ბოჭორიშვილის განმარტება
მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინამ გაიაზრა საქართველოს მნიშვნელობა მისი გეოპოლიტიკური მომავლისთვის.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. უკრაინის გაზრდილი ჩართულობა უკავშირდება საქართველოს მზარდ როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში და რეგიონის სახელმწიფოების საჭიროებას თბილისთან თანამშრომლობისა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
უკრაინული მხარის ინიციატივით, 6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. 4 მაისს ერევანში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში გაიმართა ბოჭორიშვილის და სიბიგას, ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრები.
„რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი უკავშირდება შეცვლილ რეგიონულ რეალობას და საქართველოს როგორც სატრანზიტო და საკომუნიკაციო კვანძის გაზრდის მნიშვნელობას.
„დღეს საქართველოსთან, საქართველოს გავლით ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას უკრაინული მხარისთვისაც. მინისტრის შეფასებით, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდება უკრაინას დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება“, - აღნიშნა მან.
ბოჭორიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მიმართ ევროკავშირის შეცვლილ რიტორიკას. მან განაცხადა, რომ ევროპული ინსტიტუტები იაზრებენ თბილისის მიმართ წინა მიდგომის უსამართლობას, თუმცა ურთიერთობების სრულად გადახედვას დრო დასჭირდება.
„ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იქაც იგრძნობა სხვაობა, თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ამ ყველაფრის დავიწყება“, - განმარტა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ცვლილებები ევროპელი პარტნიორების მხრიდან არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებშიც გამოიხატება.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია.
2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ზელენსკიმ საქართველოში ელჩი 2026 წლის 26 იანვარს დანიშნა, აღნიშნული პოსტი მიხაილო ბროდოვიჩმა დაიკავა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.