საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი აირჩიეს – ვიდეო

გამოწერა
თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 11 მაისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები გაიმართა.
წმინდა სინოდის წევრთა ხმების უმრავლესობით, საქართველოს ეკლესიის მეთაურად მიტროპოლიტი შიო III აირჩიეს. მას 22-მა ეპისკოპოსმა მისცა ხმა - საპატრიარქო კანდიდატს მინიმუმ 20 ხმა უნდა მიეღო. მიტროპოლიტმა გრიგოლმა შვიდი ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა იობმა - ცხრა.
საქართველოს ახალი პატრიარქი 57 წლისაა. მან სასულიერო განათლება ბათუმსა და მოსკოვში მიიღო. 2003 წლიდან მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიასედგა სათავეში. 2017 წლიდან შიო III საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0