ირაკლი კობახიძე შიო მესამეს: გილოცავთ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიო მესამეს ახალ კათოლიკოს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 11 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მას ხმა 22-მა მღვდელმთავარმა მისცა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა მიიღო ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი – შვიდი ხმა.
"უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II", - აღნიშულია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.
როგორც მნთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი.
„სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!" – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სრულიად საქართველოს ახლად არჩეული142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0