https://sputnik-georgia.com/20260511/gegma-ar-aqvt-awaris-mtavrobis-tavmjdomare-opoziciis-daanonsebul-aqcize-26-maiss-298576973.html
გეგმა არ აქვთ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე 26 მაისს
გეგმა არ აქვთ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე 26 მაისს
Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ოპოზიციური ალიანსი“ უკვე ემზადება, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის წარუმატებლობა ამომრჩევლებს გადააბრალოს. 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T20:42+0400
2026-05-11T20:42+0400
2026-05-11T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0d/298093991_0:42:800:492_1920x0_80_0_0_a8af60068c7cb7bbb183e5d9919588c6.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ოპოზიციას, რომელმაც 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, გეგმა არ გააჩნია და ცდილობს პასუხისმგებლობა ხალხს აჰკიდოს, ხოლო მომავალი პოლიტიკური წარუმატებლობა საკუთარ ამომრჩევლებს გადააბრალოს, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.ანანიძე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც მომხრეებს მოუწოდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თავის მიმართვაში გვარამიამ განაცხადა: „26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებმა ალიანსის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და მას მორიგი წარუმატებელი ინიციატივა უწოდეს.ოპოზიციის ალიანსიმარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0d/298093991_45:0:756:533_1920x0_80_0_0_48a5a0216da8cc379b016368a7839a0d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
გეგმა არ აქვთ - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე 26 მაისს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ოპოზიციური ალიანსი“ უკვე ემზადება, საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის წარუმატებლობა ამომრჩევლებს გადააბრალოს.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ოპოზიციას, რომელმაც 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, გეგმა არ გააჩნია და ცდილობს პასუხისმგებლობა ხალხს აჰკიდოს, ხოლო მომავალი პოლიტიკური წარუმატებლობა საკუთარ ამომრჩევლებს გადააბრალოს, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
ანანიძე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც მომხრეებს მოუწოდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თავის მიმართვაში გვარამიამ განაცხადა: „26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“
„გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი -„ერთად გადავწყვიტოთ“, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ“, - წერს ცოტნე ანანიძე.
ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებმა ალიანსის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და მას მორიგი წარუმატებელი ინიციატივა უწოდეს.
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა და განაცხადა, რომ მთავრობის შეცვლას აპირებს. ალიანსში შევიდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების თქმით, ალიანსის მიზანია „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი, ძველებურად აგრძელებს მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს და მათ, ასევე ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.