საქართველომ ცხვრების ექსპორტი გაზარდა

© photo: Sputnik / Evgenya Shabaevaცხვრის ფარა
ცხვრის ფარა - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასმა 175 დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,5%-ით მეტია.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 6,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 39,6 ათასი სული ცოცხალი ცხვრების ექსპორტი განხორციელდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 94%-ით გაიზარდა - 19,2 ათასი სულით, ხოლო ღირებულება - 111%-ით - ეს 3,6 მლნ დოლარია.
ერთი ცხვრის საშუალო საექსპორტო ფასმა 175 დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,5%-ით მეტია.
მთავარი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია - 19.578 სული. ასევე 8.190 ცხვარი გაიყიდა ყატარში, 5.896 - ლიბიაში, 3.800 - ქუვეითში.
ყველა ახალი ამბავი
0