https://sputnik-georgia.com/20260511/bizina-ivanisvilma-sio-mesames-katolikos-patriarqad-arceva-miuloca-298574060.html
ბიძინა ივანიშვილმა შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცა
ბიძინა ივანიშვილმა შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ... 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T17:01+0400
2026-05-11T17:01+0400
2026-05-11T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:121:1472:949_1920x0_80_0_0_a0a63d37311194f5047684fd6cc8f60a.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცეს.როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა.როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ შიო მესამემ უნდა გააგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გზა, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ქართველი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.წმინდა სინოდმა 11 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალ კათოლიკოს-პატრიარქად დღეს აირჩია. მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 22-მა არქიეპისკოპოსმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილს) – 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართება.გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.ორშაბათს დილით სამების საკათედრო ტაძარში მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1200 დელეგატი შეიკრიბა. სამების საკათედრო ტაძარში შესასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო, თუმცა ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.დელეგატების რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხმის მიცემა დაიწყო.ხმის მიცემის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო ხმების დათვლა პრესისთვის დახურული იყო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/01/290151227_0:0:1472:1105_1920x0_80_0_0_43681c6aabebb6315b2f475c039a3ad4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ბიძინა ივანიშვილი
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ მეუფე შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მიულოცეს.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა, ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედაეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა“, - ნათქვამია მილოცვაში.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ შიო მესამემ უნდა გააგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გზა, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ქართველი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.
„გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია მილოცვაში.
წმინდა სინოდმა 11 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალ კათოლიკოს-პატრიარქად დღეს აირჩია. მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 22-მა არქიეპისკოპოსმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილს) – 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.
12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.
ორშაბათს დილით სამების საკათედრო ტაძარში მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1200 დელეგატი შეიკრიბა. სამების საკათედრო ტაძარში შესასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო, თუმცა ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.
დელეგატების რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხმის მიცემა დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო ხმების დათვლა პრესისთვის დახურული იყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.