https://sputnik-georgia.com/20260511/axali-patriarqis-arceva-samebis-tazarsi-kenwisyris-procesi-daiwyo-298571888.html
ახალი პატრიარქის არჩევა: სამების ტაძარში კენჭისყრის პროცესი დაიწყო
ახალი პატრიარქის არჩევა: სამების ტაძარში კენჭისყრის პროცესი დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო - საქართელოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს. 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T15:14+0400
2026-05-11T15:14+0400
2026-05-11T15:21+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0b/298562029_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f30f4a747153eeabd9cff163f35218c2.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო - საქართელოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს. ბიულეტენები ჩაიყრება შუშის ურნაში, რომელიც საგანგებოდ დამზადებული ბეჭდით დაილუქა, პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.კრებას 1200 დელეგატი ესწრება, მათ შორის საერო პირებიც.28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.თითოეულმა მათგანმა მიიღო საარჩევნო ბიულეტენი, შემდეგ საგანგებო ჯიხურში შევიდა, შემოხაზა სასურველი კანდიდატი და შემდეგ უკვე გადაკეცილი ბიულეტენი ჩააგდო ურნაში. ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება.არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0b/298562029_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_95ef98dd58e199f3e6d9d2d9b8ce57bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საპატრიარქო
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო - საქართელოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
ბიულეტენები ჩაიყრება შუშის ურნაში, რომელიც საგანგებოდ დამზადებული ბეჭდით დაილუქა, პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.
კრებას 1200 დელეგატი ესწრება, მათ შორის საერო პირებიც.
28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
თითოეულმა მათგანმა მიიღო საარჩევნო ბიულეტენი, შემდეგ საგანგებო ჯიხურში შევიდა, შემოხაზა სასურველი კანდიდატი და შემდეგ უკვე გადაკეცილი ბიულეტენი ჩააგდო ურნაში.
ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება.
არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ნახევარზე მეტ ხმას, ანუ სულ მცირე 20 ხმას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.