https://sputnik-georgia.com/20260511/axalarceuli-katolikos-patriarqis-intronizacia-12-maiss-gaimarteba-298573552.html
ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს გაიმართება
ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს გაიმართება
Sputnik საქართველო
ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 11.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-11T16:42+0400
2026-05-11T16:42+0400
2026-05-11T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274435_0:35:1280:755_1920x0_80_0_0_cfc9ff7b533c8b17b70974d05c566361.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს ახალარჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება.წმინდა სინოდმა 11 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 22-მა არქიეპისკოპოსმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილს) – 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყება.გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.ორშაბათს დილით სამების საკათედრო ტაძარში მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1200 დელეგატი შეიკრიბა. სამების საკათედრო ტაძარში შესასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო, თუმცა ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.დელეგატების რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხმის მიცემა დაიწყო.ხმის მიცემის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო ხმების დათვლა პრესისთვის დახურული იყო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274435_130:0:1265:851_1920x0_80_0_0_b25fc0b0da7c6082b052c6fd8ef4f4ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს გაიმართება
16:42 11.05.2026 (განახლებულია: 17:02 11.05.2026) ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს ახალარჩეული 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება.
წმინდა სინოდმა 11 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. მიტროპოლიტ შიოს ხმა მისცა 22-მა არქიეპისკოპოსმა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობ (აქიაშვილს) – 9 ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა.
ინტრონიზაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონია დილის 10 საათზე დაიწყება.
გაფართოებულ კრებაში მონაწილეობა წმინდა სინოდის ყველა წევრმა მიიღო - 39-ვე არქიეპისკოპოსმა. 47 ეპარქიიდან თითოეულ წარმოადგენდა სამ-სამი დელეგატი - ორი სასულიერო პირი და ერთი საერო პირი, ხოლო მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან მონაწილეობდა იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად.
ორშაბათს დილით სამების საკათედრო ტაძარში მთელი ქვეყნიდან დაახლოებით 1200 დელეგატი შეიკრიბა. სამების საკათედრო ტაძარში შესასვლელად სპეციალური საშვი იყო საჭირო, თუმცა ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.
დელეგატების რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხმის მიცემა დაიწყო.
ხმის მიცემის პროცესი და შედეგების გამოცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო ხმების დათვლა პრესისთვის დახურული იყო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.