ანალიტიკოსებმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გადახედეს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2026
გამოწერა
ანალიტიკოსებმა ასევე გადახედეს 2026 წლის ინფლაციის პროგნოზს და ის 4.2%-დან 4.8%-მდე გაზარდეს.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსებმა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდეს, ნათქვამია კომპანიის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2026 წლის მარტში საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 10,7%, ხოლო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2026 წლის იანვარ-მარტში 9,1% შეადგინა.
„საქართველოს ეკონომიკამ მარტში მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და 10.7%-იანი ზრდა დააფიქსირა (თებერვლის 8.8%-იანი მაჩვენებლის შემდეგ). შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში (1Q26) მშპ-ის საშუალო ზრდამ 9.1% შეადგინა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა კვლავ სტუმარმასპინძლობის სექტორზეა კონცენტრირებული, სხვა სექტორები კი ზრდას აჩქარებენ. ჩვენ 2026 წლის მშპ-ს პროგნოზს 7.0%-მდე ვზრდით (6.0%-დან)“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსებმა ასევე გადახედეს 2026 წლის ინფლაციის პროგნოზს და ის 4.2%-დან 4.8%-მდე გაზარდეს.
„ნავთობის გლობალური ფასების უფრო ნელა ნორმალიზების გამო, 2026 წლის მარტში ინფლაცია 4.3%-მდე შემცირდა, ძირითადად, საბაზო ეფექტის გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 2025 წელთან შედარებით 5%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, აპრილის ბოლოს TBC Capital-ის ანალიტიკოსებმაც პროგნოზი 4.5%-დან 6.1%-მდე გაზარდეს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5.
ყველა ახალი ამბავი
0