https://sputnik-georgia.com/20260510/salva-papuasvili-oficialuri-vizitit-slovaketsi-gaemgzavra-298554247.html
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება 10.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-10T12:11+0400
2026-05-10T12:11+0400
2026-05-10T12:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
სლოვაკეთი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d5971a1e8b92cc5cdc11656e83efdeeb.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა, ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა, სადაც ის სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინის, ვიცე-პრემიერ დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის შეხვდა.საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_17ee4d9593c9ff67ccc5c45716f8b414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სლოვაკეთი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, სლოვაკეთი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა, ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა, სადაც ის სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინის, ვიცე-პრემიერ დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის შეხვდა.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.