https://sputnik-georgia.com/20260510/ramdeni-konteineri-damushavda-potis-portshi-298552943.html
რამდენი ტვირთი დამუშავდა ფოთის პორტში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი დამუშავდა ფოთის პორტში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ ოთხ თვეში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ასევე მიღებული კონტეინერმზიდი გემების მხრივ 10.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-10T10:21+0400
2026-05-10T10:21+0400
2026-05-10T10:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/30/236463005_0:111:2000:1236_1920x0_80_0_0_66d6787591326ff155b8852c45b04651.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში ფოთის პორტში დამუშავდა 212.129 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით მეტია, წერს BMG.ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.კომპანია APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 197.315 TEU, 2024 წლის პირველ კვარტალში - 172.501 TEU.საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 131 საკონტეინერო გემი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 107, 2024 წლის - 101.პორტის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წლის დასაწყისიდან დამუშავდა 125 800 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (118 045 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (68 001 ტონა).2026 წლის პირველ ოთხ თვეში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ასევე მიღებული კონტეინერმზიდი გემების მხრივ, რაც, პორტის ადმინისტრაციის თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის მზარდ როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში.ფოთის პორტი დღესნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.2013 წლის მაისში გაიხსნა მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომლის წლიური სიმძლავრე 500.000 ტონაა, რამაც გახსნა ალტერნატიული გზა ხორბლის ექსპორტისთვის ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ამას მოჰყვა ახალი შიდა საკონტეინერო ტერმინალი 2014 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/30/236463005_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_0fc7179eb4bbe8cb750d0c7fa1405eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი
რამდენი ტვირთი დამუშავდა ფოთის პორტში - ახალი მონაცემები
2026 წლის პირველ ოთხ თვეში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ასევე მიღებული კონტეინერმზიდი გემების მხრივ
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აპრილში ფოთის პორტში დამუშავდა 212.129 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%-ით მეტია, წერს BMG.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
კომპანია APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 197.315 TEU, 2024 წლის პირველ კვარტალში - 172.501 TEU.
საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 131 საკონტეინერო გემი, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 107, 2024 წლის - 101.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წლის დასაწყისიდან დამუშავდა 125 800 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (118 045 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (68 001 ტონა).
2026 წლის პირველ ოთხ თვეში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ასევე მიღებული კონტეინერმზიდი გემების მხრივ, რაც, პორტის ადმინისტრაციის თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის მზარდ როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომლის წლიური სიმძლავრე 500.000 ტონაა, რამაც გახსნა ალტერნატიული გზა ხორბლის ექსპორტისთვის ცენტრალური აზიიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ამას მოჰყვა ახალი შიდა საკონტეინერო ტერმინალი 2014 წელს.