გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2026
გამოწერა
სწრაფად მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ჰიპერმარკეტ „კარფურთან“ ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
საზარელი ავარია შაბათს საღამოს მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს.
თვითმხილველებმა და ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 35 წლამდე ასაკის ქალს ორი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0