https://sputnik-georgia.com/20260509/rogor-arinisneba-gamarjvebis-dre-tbilissi-298527973.html
როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე თბილისში
როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე თბილისში
Sputnik საქართველო
ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს პარკში, მიულოცოს ვეტერანებს და გაესაუბროს მათ. 09.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-09T14:28+0400
2026-05-09T14:28+0400
2026-05-09T14:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
მეორე მსოფლიო ომი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293301015_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_94630b5ef5b5c01ea8d6e349ad71b2ec.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დედაქალაქის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) შეიკრიბნენ, სადაც მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი დგას.ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. მეექვსე წელია გამარჯვების დღე აღინიშნება კიკვიძის პარკში ვაკის პარკის რეკონსტრუქციის გამო, მანამდე ეს ღონისძიება ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმართებოდა.ვეტერანებს დღესასწაული პირადად მიულოცა გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ."ყველას გილოცავთ ფაშისტურ ნაციზმზე გამარჯვების დღეს, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა მამებმა, რომლებმაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვების ფურცელი ჩაწერეს და კიდევ ერთხელ სამყაროს ამცნეს ის, რომ ვართ მეომარი, ძლიერი და თავისუფალი ერი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს პარკში, მიულოცოს ვეტერანებს და გაესაუბროს მათ.ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია რეგისტრირებული.მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1.000 ლარს მიიღებენ.მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293301015_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_a162e0ac945bae6b50a1c923e3703f03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომი, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მეორე მსოფლიო ომი, თბილისი დღეს
როგორ აღინიშნება გამარჯვების დღე თბილისში
ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს პარკში, მიულოცოს ვეტერანებს და გაესაუბროს მათ.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დედაქალაქის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) შეიკრიბნენ, სადაც მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი დგას.
ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. მეექვსე წელია გამარჯვების დღე აღინიშნება კიკვიძის პარკში ვაკის პარკის რეკონსტრუქციის გამო, მანამდე ეს ღონისძიება ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმართებოდა.
ვეტერანებს დღესასწაული პირადად მიულოცა გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.
"ყველას გილოცავთ ფაშისტურ ნაციზმზე გამარჯვების დღეს, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა მამებმა, რომლებმაც ერთ-ერთი დიდი გამარჯვების ფურცელი ჩაწერეს და კიდევ ერთხელ სამყაროს ამცნეს ის, რომ ვართ მეომარი, ძლიერი და თავისუფალი ერი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.
ყველა მსურველს შეუძლია მივიდეს პარკში, მიულოცოს ვეტერანებს და გაესაუბროს მათ.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია რეგისტრირებული.
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1.000 ლარს მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.