პრემიერი: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ კი მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.
მთავრობის მეთაური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში იმყოფებოდა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"300 ათასი ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას, თითოეულ გმირს, რომელიც არის განსახიერება თავდადების, სამშობლოსთვის თავგანწირვის. კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველას და მადლობას გადავუხდი ყველა ვეტერანს, ყველა გმირს მათი ღვაწლისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია ცოცხალი, გასულ წელს ეს რიცხვი 57-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0