https://sputnik-georgia.com/20260509/korufciastan-brzola-saqartvelos-ekonomikis-zrdaze-aisaxa-premieri-298515334.html
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე აისახა - პრემიერი
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე აისახა - პრემიერი
Sputnik საქართველო
ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად რთული კრიზისის ფონზე, რომელმაც გავლენა საქართველოზეც მოახდინა, მშპ-ს მაღალი ზრდის ტემპების შენარჩუნება მოხერხდა, განაცხადა... 09.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-09T09:37+0400
2026-05-09T09:37+0400
2026-05-09T09:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_349fb46547ffdfdcc05959ee588efc2f.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია დიდწილად განპირობებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც მთავრობამ 2026 წელს დაიწყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.2026 წლის ბოლოდან „ქართული ოცნების“ მთავრობა აქტიურად ებრძვის კორუფციას და სხვა სახის გადაცდომებს, როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ახალი, ურთულესი კრიზისის ფონზე, რაც აისახება საქართველოზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, მოხერხდა მშპ-ს ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.„ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.2026 წლის მარტში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა, იანვარ-მარტში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9,1%-ის ნიშნულზე დადგინდა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/08/298005202_0:21:2048:1557_1920x0_80_0_0_84b86c02a034382038e61c1b07d2aae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე აისახა - პრემიერი
ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად რთული კრიზისის ფონზე, რომელმაც გავლენა საქართველოზეც მოახდინა, მშპ-ს მაღალი ზრდის ტემპების შენარჩუნება მოხერხდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია დიდწილად განპირობებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც მთავრობამ 2026 წელს დაიწყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
2026 წლის ბოლოდან „ქართული ოცნების“ მთავრობა აქტიურად ებრძვის კორუფციას და სხვა სახის გადაცდომებს, როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
„ერთ-ერთი მიზეზი, ამას ცალკე ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ის, რომ შარშან ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ აისახა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ახალი, ურთულესი კრიზისის ფონზე, რაც აისახება საქართველოზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, მოხერხდა მშპ-ს ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.
„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.
2026 წლის მარტში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა, იანვარ-მარტში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9,1%-ის ნიშნულზე დადგინდა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.