https://sputnik-georgia.com/20260509/9-maisi-pashizmze-gamarjvebis-dge-298515488.html
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ კი მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. 09.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-09T10:36+0400
2026-05-09T10:36+0400
2026-05-09T10:36+0400
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ისტორიიდან
ფაქტები ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293305153_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_4e5618ecc182f694c6d5a6a8658f1d0c.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.დღეისათვის საქართველოში 46 ვეტერანი ცხოვრობს.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 ათასი ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/09/293305153_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_9ffe389dce73cfc75facd615e493d05e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ისტორიიდან , ფაქტები ისტორიიდან
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ კი მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.
ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ მხოლოდ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 46 ვეტერანი ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 ათასი ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.