https://sputnik-georgia.com/20260509/----9-----298540275.html
საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში 9 მაისთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში 9 მაისთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
Sputnik საქართველო
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციაში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა 09.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-09T13:50+0400
2026-05-09T13:50+0400
2026-05-09T16:49+0400
მულტიმედია
ვიდეო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/09/298540086_0:0:1281:720_1920x0_80_0_0_dd4b42b1eec70d8ea38d3e06db1ff256.jpg
ღონისძიება ბელარუსის საელჩოსთან ერთობლივად იყო ორგანიზებული. მიღებაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა და ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა.გაჟღერდა ომის პერიოდის ლექსები და სიმღერები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეძღვნებოდა.უყურადღებოდ არ დარჩენილან ვეტერანები, რომლებმაც ღონისძიებაზე დასწრება შეძლეს. სტუმრებს მიმართეს მადლიერების სიტყვებით - მათი გმირობისა და ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და საბჭოთა კავშირის ხალხების წვლილზე გამარჯვებაში.თავის გამოსვლაში დმიტრი ოლისოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში. ფრონტზე დაახლოებით 700.000 ქართველი წავიდა, მათი ნახევარი კი ფაშიზმზე გამარჯვებას შეეწირა.გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლოა მელიტონ ქანთარია, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიხაილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.მიღებაზე მთავარი სტუმრები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ: ვახტანგ ადამაშვილი, ლილია ზერეკიძე და ლუიზა შმუნიაკი. პირველი ქართველია, მეორე - რუსი, ხოლო მესამე - უკრაინელი.9 მაისი საქართველოში ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/09/298540086_0:0:961:720_1920x0_80_0_0_a3a4b8c87cf224829ae2b5fe02917e3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
მულტიმედია, ვიდეო, საქართველო, видео
საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში 9 მაისთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
13:50 09.05.2026 (განახლებულია: 16:49 09.05.2026) საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციაში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
ღონისძიება ბელარუსის საელჩოსთან ერთობლივად იყო ორგანიზებული. მიღებაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა და ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა.
გაჟღერდა ომის პერიოდის ლექსები და სიმღერები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეძღვნებოდა.
უყურადღებოდ არ დარჩენილან ვეტერანები, რომლებმაც ღონისძიებაზე დასწრება შეძლეს. სტუმრებს მიმართეს მადლიერების სიტყვებით - მათი გმირობისა და ფაშიზმზე გამარჯვებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და საბჭოთა კავშირის ხალხების წვლილზე გამარჯვებაში.
თავის გამოსვლაში დმიტრი ოლისოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებაში. ფრონტზე დაახლოებით 700.000 ქართველი წავიდა, მათი ნახევარი კი ფაშიზმზე გამარჯვებას შეეწირა.
გამარჯვების ერთ-ერთი სიმბოლოა მელიტონ ქანთარია, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიხაილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
მიღებაზე მთავარი სტუმრები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ: ვახტანგ ადამაშვილი, ლილია ზერეკიძე და ლუიზა შმუნიაკი. პირველი ქართველია, მეორე - რუსი, ხოლო მესამე - უკრაინელი.
9 მაისი საქართველოში ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.