საქართველოში გამარჯვების დღე აღნიშნეს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოშიც გამარჯვების დღე აღინიშნა, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა
მიმდინარე რემონტის მიუხედავად, ვაკის პარკში, მთავარი ღონისძიებების ჩატარების ტრადიციულ ადგილას, თბილისელები მაინც მივიდნენ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, რათა პატივი მიეგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
კიკვიძის პარკში გამართულ ღონისძიებებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა. მათ ყვავილებით შეამკეს მელიტონ ქანთარიას ბიუსტი - ქართველი გმირის, რომელმაც 1945 წელს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.
რუსმა და ბელარუსმა დიპლომატებმაც პატივი მიაგეს ომის გმირთა ხსოვნას. ყვავილებით შეამკეს კუკის სასაფლაო და ქანთარიას ბიუსტი კიკვიძის პარკში, სადაც მოგვიანებით „უკვდავი ჯარის“ აქცია გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0