https://sputnik-georgia.com/20260508/vansi-yvelis-aralegaluri-sawarmo-gamoavlines-298503235.html
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე. 08.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-08T17:39+0400
2026-05-08T17:39+0400
2026-05-08T17:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417570_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4a4f17f0aba6ca4050e6f7956fa976f6.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ვანში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ვანში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ საწარმოში ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417570_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e928a3f99d4141b17a5d94e4ab81164b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ვანში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ვანში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ საწარმოში ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.