https://sputnik-georgia.com/20260508/saqartvelo-msoflio-rukaze-rvinis-samsoblodaa-monisnuli-qveyanasi-rvinis-dre-arinisneba-298501855.html
"საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდაა მონიშნული": ქვეყანაში ღვინის დღე აღინიშნება
"საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდაა მონიშნული": ქვეყანაში ღვინის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. 08.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-08T14:10+0400
2026-05-08T14:10+0400
2026-05-08T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1484_1920x0_80_0_0_ac37f9fb9502f1e8ff32079135e3f6fc.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, საქართველოში ამიერიდან ყოველწლიურად, 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. საქართველოს მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. დღეს ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები, საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები ესწრებიან. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მისი თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ამაყობენ, რაც მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. მისი თქმით, 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. ასევე იმსჯელებენ პროგრამის "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა" მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაციები და ქართული ღვინის 8.000-წლიან ისტორიასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები. ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8 ათასი წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე დაწინაურებული მევენახეობასა და მეღვინეობაში საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის რაიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283567449_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_47de09ea502652c990102091c5b664b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი
"საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდაა მონიშნული": ქვეყანაში ღვინის დღე აღინიშნება
14:10 08.05.2026 (განახლებულია: 15:00 08.05.2026) საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, საქართველოში ამიერიდან ყოველწლიურად, 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. საქართველოს მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა.
დღეს ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები, საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები ესწრებიან.
როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მისი თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ამაყობენ, რაც მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.
"ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული – ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა", – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
"ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8.000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, 2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. ასევე იმსჯელებენ პროგრამის "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა" მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაციები და ქართული ღვინის 8.000-წლიან ისტორიასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები. ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8 ათასი წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე დაწინაურებული მევენახეობასა და მეღვინეობაში საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის რაიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.