https://sputnik-georgia.com/20260508/lavrovi-nacistebs-ar-davindobt-298516043.html
ლავროვი: ნაცისტებს, რომლებიც გამარჯვების დღის ჩაშლას ცდილობენ, არ დავინდობთ
ლავროვი: ნაცისტებს, რომლებიც გამარჯვების დღის ჩაშლას ცდილობენ, არ დავინდობთ
Sputnik საქართველო
რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლელი ნაცისტები, კიევის რეჟიმის მეშვეობით, კვლავ ცდილობენ რუსეთისთვის წმინდა დღესასწაულის, 9 მაისის, ჩაშლას. 08.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-08T15:20+0400
2026-05-08T15:20+0400
2026-05-09T04:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
სერგეი ლავროვი
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
მსოფლიოს ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290970373_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_2cf02cad6ceb391de757591fc85d4f68.jpg
თბილისი, 8 მაისი - Sputnik. დასავლელი ნაცისტებისთვის, რომლებიც უკრაინის მეშვეობით გამარჯვების დღის ჩაშლას ცდილობენ, არანაირი დანდობა არ იქნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„მინდა სრული პირდაპირობითა და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თუ მოხდება ის, რასაც ახლა დასავლეთში აღორძინებული ნაცისტები უკრაინის მეშვეობით აკეთებენ, მათი დანდობა არ იქნება“, - მინისტრმა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში მემორიალურ დაფებთან გვირგვინის დადების ცერემონიაზე განაცხადა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნაციზმმა კვლავ იჩინა თავი, ევროპაში კი ისმის მოწოდებები, გაიმეორონ ჰიტლერის გამოცდილება და რუსეთს სტრატეგიული დამარცხება მიაყენონ.„როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ნაციზმზე გამარჯვების წმინდა გმირობას, სწორედ ეს ნაციზმი იღვიძებს. და არა მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით“, - თქვა ლავროვმა.მისი თქმით, უკვე ხდება მცდელობები არა მხოლოდ ისტორიის გადაწერისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების დამახინჯების, არამედ მსოფლიო წესრიგის ისე გადაკეთების, რომ დასავლეთმა განაგრძოს დანარჩენების ექსპლუატაცია და სხვების ხარჯზე ცხოვრება.„ეს ხაზი ნათლად ვლინდება დასავლური ელიტის ამჟამინდელი ლიდერების ქმედებებში“, - თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ამ ფონზე, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა წმინდა პრაქტიკულ მნიშვნელობასაც იძენს, ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.„(...) ევროპაში ბევრი ურცხვად მოუწოდებს ჰიტლერისა და მისი თანამოაზრეების გამოცდილების გამეორებისკენ და რუსეთზე კიდევ ერთი თავდასხმის მომზადებისკენ, ღიად გამოცხადებული მიზნით - მისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენებით“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.როგორც ადრე იყო ცნობილი, 4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ზელენსკის პრესსამსახურმა ადრე გამოაქვეყნა ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნაზე მისი გამოსვლის ვიდეო, სადაც მან განაცხადა, რომ აღლუმის დღეს წითელ მოედანს დრონები გადაუფრენენ.„თუ კიევის რეჟიმი შეეცდება განახორციელოს თავისი დანაშაულებრივი გეგმები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე საპასუხო, მასირებულ სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/12/290970373_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_d51567e506edd86b36ab3ed642286c37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მსოფლიოს ახალი ამბები, მეორე მსოფლიო ომი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , სერგეი ლავროვი, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მსოფლიოს ახალი ამბები, მეორე მსოფლიო ომი
ლავროვი: ნაცისტებს, რომლებიც გამარჯვების დღის ჩაშლას ცდილობენ, არ დავინდობთ
15:20 08.05.2026 (განახლებულია: 04:50 09.05.2026) რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დასავლელი ნაცისტები, კიევის რეჟიმის მეშვეობით, კვლავ ცდილობენ რუსეთისთვის წმინდა დღესასწაულის, 9 მაისის, ჩაშლას.
თბილისი, 8 მაისი - Sputnik. დასავლელი ნაცისტებისთვის, რომლებიც უკრაინის მეშვეობით გამარჯვების დღის ჩაშლას ცდილობენ, არანაირი დანდობა არ იქნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„მინდა სრული პირდაპირობითა და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: თუ მოხდება ის, რასაც ახლა დასავლეთში აღორძინებული ნაცისტები უკრაინის მეშვეობით აკეთებენ, მათი დანდობა არ იქნება“, - მინისტრმა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში მემორიალურ დაფებთან გვირგვინის დადების ცერემონიაზე განაცხადა, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნაციზმმა კვლავ იჩინა თავი, ევროპაში კი ისმის მოწოდებები, გაიმეორონ ჰიტლერის გამოცდილება და რუსეთს სტრატეგიული დამარცხება მიაყენონ.
„როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ნაციზმზე გამარჯვების წმინდა გმირობას, სწორედ ეს ნაციზმი იღვიძებს. და არა მხოლოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით“, - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, უკვე ხდება მცდელობები არა მხოლოდ ისტორიის გადაწერისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების დამახინჯების, არამედ მსოფლიო წესრიგის ისე გადაკეთების, რომ დასავლეთმა განაგრძოს დანარჩენების ექსპლუატაცია და სხვების ხარჯზე ცხოვრება.
„ეს ხაზი ნათლად ვლინდება დასავლური ელიტის ამჟამინდელი ლიდერების ქმედებებში“, - თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამ ფონზე, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა წმინდა პრაქტიკულ მნიშვნელობასაც იძენს, ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
„(...) ევროპაში ბევრი ურცხვად მოუწოდებს ჰიტლერისა და მისი თანამოაზრეების გამოცდილების გამეორებისკენ და რუსეთზე კიდევ ერთი თავდასხმის მომზადებისკენ, ღიად გამოცხადებული მიზნით - მისთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენებით“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ადრე იყო ცნობილი, 4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ზელენსკის პრესსამსახურმა ადრე გამოაქვეყნა ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნაზე მისი გამოსვლის ვიდეო, სადაც მან განაცხადა, რომ აღლუმის დღეს წითელ მოედანს დრონები გადაუფრენენ.
„თუ კიევის რეჟიმი შეეცდება განახორციელოს თავისი დანაშაულებრივი გეგმები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე საპასუხო, მასირებულ სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.