დაინახო რუსეთი შიგნიდან— ნიკოლოზ მჟავანაძის გზა ცოდნისკენ

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeნიკა მჟავანაძე
ნიკა მჟავანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2026
გამოწერა
Sputnik Georgia-ს კოლუმნისტი, საქართველოში „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, საინფორმაციო სააგენტო „ტაო ნიუსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მჟავანაძე — რუსეთში სწავლისა და რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მიმდინარე ვითარების შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც გადაწყვიტა, სწავლა რუსეთში გაეგრძელებინა. თუმცა, ჩემთვის ეს განსაკუთრებულად ამაღელვებელია. 48 წლის ასაკში, უმაღლესი განათლებისა და იურისტად, პოლიტოლოგად და ჟურნალისტად მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონემ, გადავწყვიტე, მესარგებლა შესაძლებლობით და უფასოდ მესწავლა რუსეთში, ქვეყანაში, რომელთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზეც მრავალი წელია, ასე აქტიურად ვსაუბრობ.
2001 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს პროკურატურაში, ასევე სხვადასხვა კერძო სტრუქტურასა და ორგანიზაციაში, ჩემი სპეციალობით. დღეს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი ვარ და იურისტად ვმუშაობ. თუმცა, ქართული საზოგადოება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უფრო კარგად იცნობს. მრავალი წელია, სხვადასხვა ტელეარხზე პოლიტიკური გადაცემები მიმყავს. გამოვდივარ საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებზე, ვაქვეყნებ სტატიებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე 15 წელია, აქტიურად ვმუშაობ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
მინდოდა, უკეთ გამეცნო ქვეყანა, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდი. ჩემი სურვილი რეალობად იქცა, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის პროგრამის წყალობით.
© courtesy of Nikoloz Mjavanadzeნიკოლოზ მჟავანაძე
Николоз Мжаванадзе - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
ნიკოლოზ მჟავანაძე
მე დავრეგისტრირდი ოფიციალურ პორტალზე „განათლება რუსეთში“, წარვადგინე ყველა საჭირო დოკუმენტი, ავირჩიე სასურველი სპეციალობა და უნივერსიტეტი. გასაუბრების შემდეგ კი ასპირანტურაში ჩავირიცხე. სპეციალობად პოლიტოლოგია ავირჩიე და დღეს სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტის (ГУУ) პირველი კურსის სტუდენტი ვარ.
ГУУ მრავალწლიანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტია.
უკვე საუკუნეა, უნივერსიტეტი დამაჯერებლად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რუსეთში მმართველობითი განათლების სფეროში. ГУУ-ში 10 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს საბაკალავრო მომზადების 14 მიმართულებით, სამაგისტრო მომზადების 11 მიმართულებით, ხოლო ასპირანტები — 8 სამეცნიერო სპეციალობით.
უნივერსიტეტი აერთიანებს 7 სასწავლო ინსტიტუტს, რომლებშიც შედის 40-ზე მეტი კათედრა და სამეცნიერო-კვლევითი დანაყოფი. ყოველწლიურად ГУУ-ში დაახლოებით, 4 ათასი სპეციალისტი და საწარმოების ხელმძღვანელი გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას გადის. თავისი არსებობის განმავლობაში, უნივერსიტეტმა ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის 100 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური მმართველი მოამზადა.
ქართველ სტუდენტებს რუსეთში სწავლისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ჩამოსვლისთანავე აქ შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა, პროფესიონალი პროფესორები და ლექტორები, რომლებიც ლექციებს კითხულობენ და სემინარებს ატარებენ, უნივერსიტეტის უნიკალური ინფრასტრუქტურა. უნივერსიტეტს აქვს სასწავლო კორპუსები, საერთო საცხოვრებლები, საცურაო აუზი და მრავალი სპორტულ-გასართობი კომპლექსი, ღია და დახურული სტადიონები, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იქ სისუფთავე და წესრიგი სუფევს.
© courtesy of Nikoloz Mjavanadzeნიკოლოზ მჟავანაძე
Николоз Мжаванадзе - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
ნიკოლოზ მჟავანაძე
უნივერსიტეტმა ცალკე საცხოვრებელი გამომიყო. ჩემთან ერთად ამავე უნივერსიტეტში სწავლობს ჩემი კოლეგა ლექსო კობაიძეც. ამ უნივერსიტეტში ბევრი ქართველი სწავლობს, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ისინი რუსეთში დაბადებული ქართველები არიან.
გარდა ამისა, მიხარია, რომ ბევრი პოლიტოლოგი გავიცანი და საერთაშორისო კონფერენციებში მივიღე მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ მივიღე მიწვევა მმართველი პარტია „Единая Россия“-სგან და ამ დღეებში მონაწილეობას მივიღებ ქალაქ პერმში, პარტია „Единая Россия“-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში თემაზე: „მეორე საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოსმენები ევრაზიის კონტინენტზე უსაფრთხოების ფორმირების შესახებ“.
ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი 15-წლიანი მუშაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით, ავტორიტეტული ორგანიზაციების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „Трудовая доблесть России“-ს ხელმძღვანელსა და სოციალისტური შრომის გმირს, ალექსეი ლევინს. ორგანიზაციამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მედლით „Трудовая заслуга“ დამაჯილდოვა.
მადლობას ვუხდი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს წევრს, რუსეთის იურისტთა ასოციაციის წევრს, ალექსანდრ ბროდს, მისი ორგანიზაციისგან მადლობის მიღების პატივისთვის.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის დახმარებით, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ქართველ სტუდენტებს დღეს, პრაქტიკულად, რუსეთის ნებისმიერი ქალაქის არჩევა შეუძლიათ, რადგან პროგრამაში 700-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები: რუსეთის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, ნ.ი. პიროგოვის სახელობის რუსეთის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“, ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მრავალი სხვა ცნობილი სასწავლო დაწესებულება.
კანდიდატებს შეუძლიათ, აირჩიონ 650 სპეციალობიდან ნებისმიერი — დიზაინიდან და სამსახიობო ხელოვნებიდან დაწყებული, ბირთვული ფიზიკით, ეკონომიკითა და სამართლით დამთავრებული. მიღება შესაძლებელია განათლების სხვადასხვა საფეხურზე: ბაკალავრიატი ან სპეციალიტეტი, მაგისტრატურა, ასპირანტურა ან ორდინატურა. გარდა ამისა, პროგრამა დამატებითი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. მაგალითად, ექთნის ან ფელდშერის სპეციალობით. დამატებითი პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომი უკვე აქვს და სურს ცოდნის გაღრმავება ან ახალი პროფესიის დაუფლება.
მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველოს ახალგაზრდები რუსეთში სწავლის შესაძლებლობას განიხილავდნენ. რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამორჩეული და კარგი რამ სწორედ იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს.
ავტორი - ნიკოლოზ მჟავანაძე
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0