აბასთუმნის ობსერვატორია: მისი როლი და ისტორია – ვიდეო

გამოწერა
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს გაიხსნა - იგი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია გახდა
თავიდან ობსერვატორიასოფელ აბასთუმანში მდებარეობდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ის ქანობილის მთაზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრის სიმაღლეზე გადაიტანეს. ეს ადგილი ხასიათდება გამჭვირვალე და სტაბილური ატმოსფეროთი. მე-19 საუკუნიდან რუსი და დასავლელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები ამტკიცებდა, რომ აბასთუმანი განსაკუთრებული ატმოსფერული პირობების გამო ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური ადგილია.
თანამედროვე საქართველოში ობსერვატორია თავდაპირველად ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის ნაწილი იყო, შემდეგ ის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა, 2020 წლიდან კი, როგორც საჯარო სამართლის პირი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შემადგენლობაშია.
ყველა ახალი ამბავი
0