https://sputnik-georgia.com/20260507/xvica-kvaracxelias-psj-cempionta-ligis-finalsi-meored-itamasebs-298475049.html
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ითამაშებს
Sputnik საქართველო
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე ქართველი გარემარბის ანგარიშზე უკვე 16 ქულაა 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T13:31+0400
2026-05-07T13:31+0400
2026-05-07T14:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1d/298355806_0:399:1440:1209_1920x0_80_0_0_df548ea52be2a17af5a748a024468ac3.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ორი მატჩის ჯამით „ბაიერნი“ დაამარცხა და ახლა თასისთვის ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.ლუის ენრიკეს გუნდმა პარიზში პირველი მატჩი 5:4 მოიგო. მიუნხენში გამართული საპასუხო მატჩი ნაკლებად შედეგიანი იყო - ფრე 1:1.მესამე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ კვარაცხელიას ზუსტი პასის შემდეგ გახსნა — 1-0.„ბაიერნი“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ ბავარიელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ დამატებულ დროში შეძლეს. გოლი მიუნხენის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გაიტანა — 1-1.კვარაცხელია „პსჟ“-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო და მეტოქის ქარს საფრთხეს რეგულარულად უქმნიდა. 81-ე წუთზე ქართველ გარემარბს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი დაკარგა.ამასთან, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში საგოლე გადაცემების ავტორი გახდა.ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.„ბაიერნის“ დონის მეტოქესთან ჩვენ მიერ გამოვლენილი მებრძოლი სულისკვეთება ძალზედ დასაფასებელია. უაღრესად გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით. მატჩი მართლაც უაღრესად დაძაბული და მძიმე გამოდგა, რადგან ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებენ. სათამაშო სტილით ვგავართ ერთმანეთს, ვინაიდან ორივე გუნდი მაღალ პრესინგს ვანიჭებთ უპირატესობას“, - განაცხადა პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენში მცველი ვილიან პაჩო დასახელდა.ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც „პსჟ“ „არსენალს“ დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1d/298355806_0:264:1440:1344_1920x0_80_0_0_de0ad436d634e04ff51b86e2d66bcbb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ითამაშებს
13:31 07.05.2026 (განახლებულია: 14:08 07.05.2026) ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე ქართველი გარემარბის ანგარიშზე უკვე 16 ქულაა
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ორი მატჩის ჯამით „ბაიერნი“ დაამარცხა და ახლა თასისთვის ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლუის ენრიკეს გუნდმა პარიზში პირველი მატჩი 5:4 მოიგო. მიუნხენში გამართული საპასუხო მატჩი ნაკლებად შედეგიანი იყო - ფრე 1:1.
მესამე წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ კვარაცხელიას ზუსტი პასის შემდეგ გახსნა — 1-0.
„ბაიერნი“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ ბავარიელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ დამატებულ დროში შეძლეს. გოლი მიუნხენის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გაიტანა — 1-1.
კვარაცხელია „პსჟ“-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო და მეტოქის ქარს საფრთხეს რეგულარულად უქმნიდა. 81-ე წუთზე ქართველ გარემარბს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი დაკარგა.
ამასთან, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში საგოლე გადაცემების ავტორი გახდა.
„ვფიქრობ, „ბაიერნი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შესაძლოა, ყველაზე რთული თამაში იყო. ვაჩვენეთ, რომ ასეთ მეტოქეებთან თამაში შეგვიძლია. მიხარია, რომ გადამწყვეტი პასი გავაკეთე. მთავარია გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდისთვის მუდამ ბოლომდე დავიხარჯები. ამისათვის ყოველდღე ვშრომობ“, - განაცხადა კვარაცხელიამ შეხვედრის შემდეგ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
„ბაიერნის“ დონის მეტოქესთან ჩვენ მიერ გამოვლენილი მებრძოლი სულისკვეთება ძალზედ დასაფასებელია. უაღრესად გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით. მატჩი მართლაც უაღრესად დაძაბული და მძიმე გამოდგა, რადგან ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებენ. სათამაშო სტილით ვგავართ ერთმანეთს, ვინაიდან ორივე გუნდი მაღალ პრესინგს ვანიჭებთ უპირატესობას“, - განაცხადა პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენში მცველი ვილიან პაჩო დასახელდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება, სადაც „პსჟ“ „არსენალს“ დაუპირისპირდება.