https://sputnik-georgia.com/20260507/sturmis-saqme-braldebulebs-ganaceni-gamoitanes-298493887.html
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე - სასამართლომ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე - სასამართლომ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
ხუთ პირს 7-7 წლით პატიმრობა შეეფარდა, ოთხს - 5-5 წელი და კიდევ ერთს - დაუსწრებლად ორწლიანი პატიმრობა 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T20:32+0400
2026-05-07T20:32+0400
2026-05-08T00:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_7797aedd34c90ef4544828a790720c49.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.კერძოდ, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.იმავე საქმეზე სხვა ბრალდებულებს შემდეგი სასჯელები მიესაჯათ:გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვის უფლებით თითქმის ყველა ბრალდებულმა ისარგებლა, მათ შორის პაატა ბურჭულაძემ, პაატა მანჯგალაძემ, ირაკლი ნადირაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.საქმის მასალების თანახმად,მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას. ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.მათ ასევე ბრალი წარედგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სხვა ბრალდებულებსირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ დააკავა 64 პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_e6ae3a6f959e8e19e3aa033abd005dbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საპროტესტო აქციები თბილისში
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე - სასამართლომ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა
20:32 07.05.2026 (განახლებულია: 00:32 08.05.2026) ხუთ პირს 7-7 წლით პატიმრობა შეეფარდა, ოთხს - 5-5 წელი და კიდევ ერთს - დაუსწრებლად ორწლიანი პატიმრობა
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კერძოდ, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
იმავე საქმეზე სხვა ბრალდებულებს შემდეგი სასჯელები მიესაჯათ:
ლაშა ბერიძეს - შვიდი წლით;
ირაკლი შაიშმელაშვილს - ორი წლით;
ირაკლი ჩხვირკიას - ხუთი წლით;
თორნიკე მჭედლიშვილს - ხუთი წლით;
გური ჟვანიას - ხუთი წლით;
ნიკა გვენცაძეს - ხუთი წლით.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვის უფლებით თითქმის ყველა ბრალდებულმა ისარგებლა, მათ შორის პაატა ბურჭულაძემ, პაატა მანჯგალაძემ, ირაკლი ნადირაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ.
საქმის მასალების თანახმად,
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას. ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
მათ ასევე ბრალი წარედგინა სსსკ-ის 317-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად). ასევე სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 64 პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.