https://sputnik-georgia.com/20260507/sagareo-saqmeta-ministri-saqartvelo-da-ass-dialogis-axali-etapistvis-emzadebian-298488159.html
საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო და აშშ დიალოგის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან
საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო და აშშ დიალოგის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა თანასწორი პირობებით „პოზიტიურ ჩარჩოებში“ მოექცევა 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T20:57+0400
2026-05-07T20:57+0400
2026-05-07T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0d/295355506_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_edb4e91b9ccea4107e7875c2a47aa550.jpg
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უფრო პოზიტიურ და არსებით ჩარჩოებში მოექცეს, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით - ვაშინგტონი უკვე დგამს ნაბიჯებს დიალოგის გასააქტიურებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამერიკული დელეგაციების ვიზიტები, რა დროსაც მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ დაუმალავს თავისი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს რეგიონშიც და გლობალურად დონეზეც.„რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული, მაგრამ ქართული მხარე დაინტერესებულია რომ ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შემდგომი განვითარება მოითხოვს აქტიურ მუშაობას, პოზიციების ურთიერთგაცვლას, საერთო ინტერესებისა და შეხების წერტილების განსაზღვრას.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0d/295355506_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_c505fc97991e68852654822d6b383edb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო და აშშ დიალოგის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა თანასწორი პირობებით „პოზიტიურ ჩარჩოებში“ მოექცევა
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საქართველო დაინტერესებულია, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უფრო პოზიტიურ და არსებით ჩარჩოებში მოექცეს, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით - ვაშინგტონი უკვე დგამს ნაბიჯებს დიალოგის გასააქტიურებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამერიკული დელეგაციების ვიზიტები, რა დროსაც მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
„გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტელეიმედის“ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს არ დაუმალავს თავისი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს რეგიონშიც და გლობალურად დონეზეც.
„რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული, მაგრამ ქართული მხარე დაინტერესებულია რომ ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში.
„ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მუშაობა. სჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს ამ შეხვედრების და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შემდგომი განვითარება მოითხოვს აქტიურ მუშაობას, პოზიციების ურთიერთგაცვლას, საერთო ინტერესებისა და შეხების წერტილების განსაზღვრას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
ფინანსური შეზღუდვები დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება შემოიფარგლება კომუნიკაციით დიპლომატიური მისიების მეშვეობით და ასევე სატელეფონო საუბრით პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.