https://sputnik-georgia.com/20260507/ramden-moqalaqes-saqartvelosi-gaezarda-yoveltviuri-senatani-sesxze-298473485.html
რამდენ მოქალაქეს საქართველოში გაეზარდა ყოველთვიური შენატანი სესხზე - კვლევა
რამდენ მოქალაქეს საქართველოში გაეზარდა ყოველთვიური შენატანი სესხზე - კვლევა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის... 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T10:53+0400
2026-05-07T10:53+0400
2026-05-07T10:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24210/74/242107401_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_ce6525256aa6d5a72c9d80abf416bd18.jpg
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შედეგად 252 ათას მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8% -დან 8,25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 19,9 მლრდ ლარის სესხებია მიბმული.რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24210/74/242107401_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_cf9c18380084a0cb09305edd148050e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
რამდენ მოქალაქეს საქართველოში გაეზარდა ყოველთვიური შენატანი სესხზე - კვლევა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად, აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შედეგად 252 ათას მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8% -დან 8,25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 19,9 მლრდ ლარის სესხებია მიბმული.
რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:
სამომხმარებლო – 6,2 მლრდ ლარის მოცულობის.
იპოთეკური – 3,9 მლრდ ლარის მოცულობის.
ბიზნეს სესხები – 3,4 მლრდ ლარის მოცულობის.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად.
„ინფლაციის 5.9 პროცენტამდე დაჩქარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. თუ ფასების ზრდის ტემპი არ შემცირდა, არ არის გამორიცხული რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.