ქარელში ქარსაფარი ზოლები დააზიანეს: მოჭრილია 21 ხე

© photo: Sputnik / Stringerკუნძი
კუნძი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2026
გამოწერა
ქარსაფარი ზოლების თვითნებური დაზიანება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ნიადაგის ნაყოფიერებას.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების დაზიანება გამოვლინდა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ქარსაფარ ზოლებში კერძო პირების მიერ ხე-მცენარეების გაჩეხვის და დაზიანების ფაქტები ოთხ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა. აღნიშნული ქარსაფარი ზოლი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზასა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის მდებარეობს.
სოფელ ბებნისში მოჭრილი და დაზიანებულია ჯამში 21 ხე, მათ შორის: 16 ჭადარი და 5 ფიჭვი 1,05 ჰა ფართობზე. გარდა ამისა, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ზიანი მიადგა ნიადაგსაც, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოსწორებულია მიწა და დაყრილია ინერტული მასალა (ხრეში).
სააგენტომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადასცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
უწყების ცნობით, სააგენტო მიწათსარგებლობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ქარსაფარი ზოლების თვითნებური დაზიანება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ კანონდარღვევას წარმოადგენს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება "ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0