https://sputnik-georgia.com/20260507/psj-arsenals-daupirispirdeba-298472275.html
ზედიზედ მეორედ: „პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
ზედიზედ მეორედ: „პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
Sputnik საქართველო
ფრანგული კლუბი ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება. 07.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-07T01:12+0400
2026-05-07T01:12+0400
2026-05-07T01:22+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/15/296736094_0:10:1081:618_1920x0_80_0_0_952a3259dc6a6628c8a65cc54ed1f648.jpg
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნთან" საპასუხო მატჩი ფრე ანგარიშით - 1:1 დაასრულა, თუმცა, ორი მატჩის ქულებით (6:5) მოიგო და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.მატჩი მიუნხენში „ალიანს არენას“ სტადიონზე გაიმართა.28 აპრილს პარიზში გამართული გუნდების პირველი შეხვედრა „პსჟ"-ს გამარჯვებით - 5:4 დასრულდა. მატჩში კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა.დღევანდელ შეხვედრაშიც „პსჟ-"მ ანგარიში კვარაცხელიას ჩაწოდებით გახსნა - კვარაცხელიამ მე-3 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, რომელიც უსმან დემბელემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.„ბაიერნი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაათანაბრა. გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.ფრანგული კლუბი ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.შეგახსენებთ, რომ „პსჟ" გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 16 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა. ამასთან, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლე-ოფის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/15/296736094_0:0:1081:810_1920x0_80_0_0_d22186b5747191c60e224ab571ff98a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზედიზედ მეორედ: „პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
01:12 07.05.2026 (განახლებულია: 01:22 07.05.2026) ფრანგული კლუბი ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება, შეხვედრა ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნთან" საპასუხო მატჩი ფრე ანგარიშით - 1:1 დაასრულა, თუმცა, ორი მატჩის ქულებით (6:5) მოიგო და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
მატჩი მიუნხენში „ალიანს არენას“ სტადიონზე გაიმართა.
28 აპრილს პარიზში გამართული გუნდების პირველი შეხვედრა „პსჟ"-ს გამარჯვებით - 5:4 დასრულდა. მატჩში კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა.
დღევანდელ შეხვედრაშიც „პსჟ-"მ ანგარიში კვარაცხელიას ჩაწოდებით გახსნა - კვარაცხელიამ მე-3 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, რომელიც უსმან დემბელემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
„ბაიერნი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაათანაბრა. გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.
ფრანგული კლუბი ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ „პსჟ" გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 16 საგოლე მოქმედება დააგროვა - 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, რითაც გადაასწრო უსმან დემბელეს წინა სეზონის (2024–25) რეკორდს, რომელიც 14 ქულას (8 გოლი და 6 ასისტი) შეადგენდა. ამასთან, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლე-ოფის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.