მიხეილ ყაველაშვილმა გეოლოგიის დოქტორი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვდა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარებისა და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
"ბატონი მერაბი თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ სფეროს ემსახურება. მისი საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და დარგის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი დეფიციტური და სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერა და წახალისება, როგორიც გეოლოგიის სფეროა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი ესწრებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0