https://sputnik-georgia.com/20260506/turnava-repinansirebis-ganakvetis-gazrdaze-298467786.html
რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა? სებ-ის პრეზიდენტის განმარტება
რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა? სებ-ის პრეზიდენტის განმარტება
Sputnik საქართველო
თურნავას თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგებმა უკვე მოახდინა გავლენა ქვეყანაში არსებულ ფასებზე. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T21:11+0400
2026-05-06T21:11+0400
2026-05-06T21:11+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115578_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f8f20ea9fc6848d003e57edea833c15e.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, მაისში 0,25 პროცენტული პუნქტით 8%-დან 8,25%-მდე გაიზარდა.მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგებმა უკვე მოახდინა გავლენა ქვეყანაში არსებულ ფასებზე.„თუ დავაკვირდებით აპრილის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა თურნავამ.როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და როგორი იქნება შემდგომი ფასების მერყეობა გარე ბაზრებზე.საქართველოში წლიური ინფლაციის (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან) მაჩვენებელი 5,9% -ს შეადგენს - სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, ტრანსპორტზე კი 10,3%.აპრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (10,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,5%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7,5%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,5%), კომუნალურ მომსახურებაზე (6,5%), ჯანდაცვაზე (4,9%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (2,9%) და განათლების სფეროში (2,4%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115578_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5cffd1fba9b9509e9bd0eec5c2ed59cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა? სებ-ის პრეზიდენტის განმარტება
თურნავას თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგებმა უკვე მოახდინა გავლენა ქვეყანაში არსებულ ფასებზე.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, მაისში 0,25 პროცენტული პუნქტით 8%-დან 8,25%-მდე გაიზარდა.
„ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შედეგებმა უკვე მოახდინა გავლენა ქვეყანაში არსებულ ფასებზე.
„თუ დავაკვირდებით აპრილის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და როგორი იქნება შემდგომი ფასების მერყეობა გარე ბაზრებზე.
„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია", - განაცხადა თურნავამ.
საქართველოში წლიური ინფლაციის (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან) მაჩვენებელი 5,9% -ს შეადგენს - სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, ტრანსპორტზე კი 10,3%.
აპრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (10,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,5%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7,5%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,5%), კომუნალურ მომსახურებაზე (6,5%), ჯანდაცვაზე (4,9%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (2,9%) და განათლების სფეროში (2,4%).