https://sputnik-georgia.com/20260506/songulashvilma-baqoshi-gamopenaze-alievs-umaspinzla-298466856.html
სონღულაშვილმა ბაქოში CASPIAN AGRO-ზე საქართველოს პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა
სონღულაშვილმა ბაქოში CASPIAN AGRO-ზე საქართველოს პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ ჭრილში. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T22:00+0400
2026-05-06T22:00+0400
2026-05-06T22:00+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/06/298463407_0:264:629:618_1920x0_80_0_0_af4804b4cf3b6b51f81718afa5e19624.jpg
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 -ზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სონღულაშვილი აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრო.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას", - განაცხადა სონღულაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.ამასთან, სონღულაშვილის თქმით, მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/06/298463407_0:205:629:677_1920x0_80_0_0_365012747cdf8df08b88afce5ba697e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
სონღულაშვილმა ბაქოში CASPIAN AGRO-ზე საქართველოს პავილიონში ილჰამ ალიევს უმასპინძლა
მინისტრის განცხადებით, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონულ ჭრილში.
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 -ზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სონღულაშვილი აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაესწრო.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს სტენდთან მობრძანებული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობას", - განაცხადა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოფენა გამოირჩევა შედეგიანობით, წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ექსპორტის გაფართოების, რეგიონში მეტად წარმოჩენის და ჯამში ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
ამასთან, სონღულაშვილის თქმით, მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესკავშირების გაფართოებას, ისე რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას.
საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. 2026 წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.