https://sputnik-georgia.com/20260506/saagentom-2-biznesoperatori-daajarima-298467955.html
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და სენაკში ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და სენაკში ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
Sputnik საქართველო
სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T19:49+0400
2026-05-06T19:49+0400
2026-05-06T19:49+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/59/246455993_61:42:1205:685_1920x0_80_0_0_81e362a568467a0f747e26afe1e7af53.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“ გეგმურად შეამოწმეს.შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადამუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.„ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ. -ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო - ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა", - ნათქვამია განცხადებაში.გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/59/246455993_371:48:1220:685_1920x0_80_0_0_0b627868240e5aef4db14f9c894ff786.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და სენაკში ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა
სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების წარმოებისა და შენახვის მოთხოვნების დარღვევისთვის ორი ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „XXI+ ერისთავი“ გეგმურად შეამოწმეს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სურსათის გადამუშავებასა და კონსერვირებას ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა.
„ამავდროულად, ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმის თ. მ. -ს კუთვნილი სამაცივრე მეურნეობა ქალაქ სენაკში (მისამართი: სენაკი, დადიანის ქ. N1), სადაც შპს „XXI+ ერისთავის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ინახებოდა. სამეგრელო - ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმური შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.