https://sputnik-georgia.com/20260506/rusetshi-qartuli-tazari-gaixsna-298470749.html
ისტორიული მოვლენა – რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
ისტორიული მოვლენა – რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T21:39+0400
2026-05-06T21:39+0400
2026-05-06T21:39+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/06/298465971_1:0:1279:719_1920x0_80_0_0_314a197b4f1c20cb51edbdbebe411cdb.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძრის — ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრის საზეიმო კურთხევა და ოფიციალურ გახსნა ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, განაცხადა პოლიტიკური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ.ტაძრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიმბოლურ წელს — საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე დასრულდა. ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს. 28 მეტრის სიმაღლის ეკლესიას ერთდროულად 800 მრევლის განთავსება შეუძლია.„სიმბოლურია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სწორედ დღეს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდა. გიორგობა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ასეთ დღეს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის გახსნა ჩვენი სულიერი ერთიანობის ნამდვილი სიმბოლოა“, — აღნიშნა ფიფიამ.ფიფიას თქმით, მას ჰქონდა პატივი საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტ დავით ცეცხლაძესთან ერთად მიეღო.პოლიტიკოსის ინფორმაციით, დიდებული ტაძარი ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის კურთხევით აიგო. მისი მშენებლობა ადგილობრივი ქართული სათვისტომოს ინიციატივისა და ერთსულოვნების წყალობით გახდა შესაძლებელი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.ახალ ტაძარს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას სძენს წმინდა ნინოს ხატი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში 2025 წლის დეკემბერში ჩააბრძანეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ტაძარს ხალხებს შორის ძმური კავშირების ნიშნად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გადასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/06/298465971_161:0:1120:719_1920x0_80_0_0_88af85e4f755113945f112c64abd0233.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ისტორიული მოვლენა – რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი გაიხსნა
ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძრის — ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრის საზეიმო კურთხევა და ოფიციალურ გახსნა ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, განაცხადა პოლიტიკური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა მამუკა ფიფიამ.
ტაძრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიმბოლურ წელს — საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე დასრულდა. ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს. 28 მეტრის სიმაღლის ეკლესიას ერთდროულად 800 მრევლის განთავსება შეუძლია.
„სიმბოლურია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სწორედ დღეს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდა. გიორგობა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ასეთ დღეს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის გახსნა ჩვენი სულიერი ერთიანობის ნამდვილი სიმბოლოა“, — აღნიშნა ფიფიამ.
ფიფიას თქმით, მას ჰქონდა პატივი საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტ დავით ცეცხლაძესთან ერთად მიეღო.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, დიდებული ტაძარი ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის კურთხევით აიგო. მისი მშენებლობა ადგილობრივი ქართული სათვისტომოს ინიციატივისა და ერთსულოვნების წყალობით გახდა შესაძლებელი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
ახალ ტაძარს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას სძენს წმინდა ნინოს ხატი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში 2025 წლის დეკემბერში ჩააბრძანეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ტაძარს ხალხებს შორის ძმური კავშირების ნიშნად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გადასცა.