https://sputnik-georgia.com/20260506/ra-xdeba-tbilisis-uzravi-qonebis-bazarze-298456740.html
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
Sputnik საქართველო
2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T14:00+0400
2026-05-06T14:00+0400
2026-05-06T14:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3dc629c1027c56cf23d0ab20ac10a752.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,9%-ოთ გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს დედაქალაქში 958 მლნ დოლარის ღირებულების 10,9 ათასი ბინა გაიყიდა (+23,1% 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).გარდა ამისა, 2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა.მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 1.403 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა და 1.305 დოლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ვაკის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.933 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.029 დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115212_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7b172e72a7805d71225f8d47e2363515.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, სტატისტიკა, ახალი ამბები
რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე - ბოლო ტენდენციები
2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,9%-ოთ გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს დედაქალაქში 958 მლნ დოლარის ღირებულების 10,9 ათასი ბინა გაიყიდა (+23,1% 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
გარდა ამისა, 2026 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში 4,1 ათასი ბინა გაიყიდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გაყიდვები 26,9%-ით, პირველად ბაზარზე კი 36%-ით გაიზარდა.
მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა და 1.403 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში (რომლებიც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა და 1.305 დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ვაკის, მთაწმინდისა და ვაშლიჯვრის რაიონებში.
კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასი ვაკის რაიონშია - 2.933 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ვაშლიჯვარში - 1.029 დოლარი.