პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა: მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
გამოწერა
უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და ასევე „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გუშინ, 5 მაისს დააკავა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უძილაური, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე იყო დასაქმებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახისა და კატეგორიის ინფორმაციას.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებული მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ჯერჯერობით უცნობია თავად ბრალდებულის ან მისი ადვოკატის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0