ფიფია: ახალგაზრდობა საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობას განამტკიცებს

© courtesy of Mamuka Pipiaქართველი სტუდენტები რუსეთის სახელმწიფო დუმაში
ქართველი სტუდენტები რუსეთის სახელმწიფო დუმაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დეპუტატებსა და რუსული უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სწორედ ახალგაზრდობა წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობას განამტკიცებს, ამიტომაც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტების ხმა უმაღლეს დონეზე გაიგონონ, განაცხადა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა მამუკა ფიფიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორგანოში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დეპუტატებსა და რუსული უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. ფიფია შეხვედრაზე მიწვეული იყო, როგორც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პარტიის საერთაშორისო მდივანი და სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ექსპერტი.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ ახალგაზრდებში დიდ პოტენციალს ვხედავ. სწორედ ახალგაზრდობაა ის ხიდი, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას განამტკიცებს და ჩვენს საერთო მომავალს აშენებს. ჩვენ, როგორც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, კვლავაც მხარს დავუჭერთ სტუდენტურ ინიციატივებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველი სტუდენტების ხმა უმაღლეს დონეზე გაიგონონ“, — განაცხადა ფიფიამ.
© courtesy of Mamuka Pipiaქართველი სტუდენტები რუსეთის სახელმწიფო დუმაში
Грузинский студенты в Госдуме России - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2026
ქართველი სტუდენტები რუსეთის სახელმწიფო დუმაში
მისი თქმით, შეხვედრა უმსხვილესი რუსული უმაღლესი სასწავლებლების ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შედგა. ღონისძიება დსთ-ს საქმეთა კომიტეტისა და დსთ-ს ქვეყნების სტუდენტური გაერთიანების ერთობლივი მუშაობის ფარგლებში გაიმართა. „ჩვენ ახალგაზრდებთან ნამდვილი, ღია დიალოგი გავმართეთ“, აღნიშნა ფიფიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ყაზბეგ ტაისაევმა, ამავე კომიტეტის ექსპერტმა და პროექტის ხელმძღვანელმა სოფო ჭაჭიამ, დსთ-ს ქვეყნების სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა და ვიცე-პრეზიდენტმა მიკაილ სულეიმანოვმა.
სტუდენტებთან შეხვედრა დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტისა და დსთ-ს ქვეყნების სტუდენტური გაერთიანების ერთობლივი მუშაობის ფარგლებში ჩატარდა.
30-მა ყველაზე აქტიურმა სტუდენტმა სახელმწიფო დუმის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და სტუდენტური გაერთიანების სამომავლო პერსპექტივებზე კითხვები პირდაპირ რეჟიმში დასვა.
ყველა ახალი ამბავი
0