https://sputnik-georgia.com/20260506/kobaxidze-anakliis-porti-kvela-shemtxvevashi-ashendeba-298455912.html
კობახიძე: ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება
კობახიძე: ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება
Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T11:00+0400
2026-05-06T11:00+0400
2026-05-06T11:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_50:0:1556:847_1920x0_80_0_0_5a78f64c485c5e59b62654df45c16306.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ყველა შემთხვევაში და დადგენილ ვადებში აშენდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.პრემიერის თქმით, მთავრობა კონცენტრირებულია ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე.„მთავარი ის არის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით", - აღნიშნა კობახიძემ. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24720/77/247207739_238:0:1367:847_1920x0_80_0_0_a8f84aee8733af3624da31d2aab15eb2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა
კობახიძე: ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ყველა შემთხვევაში და დადგენილ ვადებში აშენდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
„ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება, აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთავრობა კონცენტრირებულია ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე.
„მთავარი ის არის, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით", - აღნიშნა კობახიძემ.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.