https://sputnik-georgia.com/20260506/jangveladzis-mkvlelebs-uvado-patimroba-sheepardat-298466481.html
სასამართლომ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
Sputnik საქართველო
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T17:49+0400
2026-05-06T17:49+0400
2026-05-06T17:49+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა. „კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. ჯანგველაძე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი, გია ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისელ ბიზნესმენებს, ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და მათი გარემოცვის წევრს, „კრიმინალურ ავტორიტეტ“ გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით მიესაჯათ. მისი განმარტებით, „ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება“. გიორგი მიქაძე უკვე თითქმის 9 თვეა პატიმრობაშია. მის ძმას, დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული. სამივე მსჯავრდებული უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ჯანგველაძესთან დაპირისპირება და მისი მკვლელობის შეკვეთის ინტერესი არ ჰქონიათ და მიუთითებენ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობაზე. ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25-109 მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 236-ე მუხლით (მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა, შენახვა და გასაღება). ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია მიქაძეებისა და ჯოხაძის მეგობარი, სანდრო წივწივაძეც, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 25/109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სასამართლომ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძეს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.
„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. ჯანგველაძე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი, გია ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისელ ბიზნესმენებს, ძმებ დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და მათი გარემოცვის წევრს, „კრიმინალურ ავტორიტეტ“ გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით მიესაჯათ. მისი განმარტებით, „ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება“.
გიორგი მიქაძე უკვე თითქმის 9 თვეა პატიმრობაშია. მის ძმას, დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული.
სამივე მსჯავრდებული უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ჯანგველაძესთან დაპირისპირება და მისი მკვლელობის შეკვეთის ინტერესი არ ჰქონიათ და მიუთითებენ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობაზე.
ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25-109 მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 236-ე მუხლით (მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა, შენახვა და გასაღება).
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია მიქაძეებისა და ჯოხაძის მეგობარი, სანდრო წივწივაძეც, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სწორედ მის სახელზე იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 25/109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.