https://sputnik-georgia.com/20260506/chxaidze-saqartvelos-hantavirusi-ar-emuqreba-298464400.html
ემუქრება თუ არა საქართველოს ჰანტავირუსი? ჩხაიძის განმარტება
ემუქრება თუ არა საქართველოს ჰანტავირუსი? ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
ვირუსს ორი განსხავებული ფორმა აქვს, ერთი თირკმელებს აზიანებს, მეორე კი- ფილტვებს. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T15:48+0400
2026-05-06T15:48+0400
2026-05-06T15:48+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
ჯანმო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251879_0:138:3068:1865_1920x0_80_0_0_c8e0e433d0507f68fe0d4db4ab128e77.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ჰანტავირუსის გავრცელების კერა სამხრეთ ამერიკა და აზიაა, საქართველო არ არის, ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა ეპიდემიის და მით უმეტეს, პანდემიის სახე მიიღოს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე ჰანტვირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. დაღუპულთაგან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა. მედიკოსის განმარტებით, ჰანტავირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა - ერთს ეძახიან ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმელების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და მეორე სახეობა - ე.წ. ახალი სამყაროს ვირუსი, რომელიც ფილტვების დაზიანებას იწვევს. რა არის ჰანტავირუსი? ეს ვირუსი პირველად აზიის ქვეყნებში 1950-იან წლებში გამოვლინდა. ვრცელდება ძირითადად თაგვებისა და ვირთხებისგან. მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და განავლის მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. ზოგჯერ ადამიანის ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირიებული საკვების მიღებითაც ხდება, თუმცა ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია. ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება. ჰანტავირუსის გავრცელების პოტენციური არეალებია ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლოა მღრნელები ცხოვრობდნენ – სარდაფი, ბეღელი, ფარდული და სხვა. ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ხდება მათი ინტუბირება და ისინი ჟანგბადით თერაპიას გადიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251879_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_0674cd759f0097eca1fc12e8ea616111.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმო , საზოგადოება, ახალი ამბები
ემუქრება თუ არა საქართველოს ჰანტავირუსი? ჩხაიძის განმარტება
ვირუსს ორი განსხავებული ფორმა აქვს, ერთი თირკმელებს აზიანებს, მეორე კი- ფილტვებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ჰანტავირუსის გავრცელების კერა სამხრეთ ამერიკა და აზიაა, საქართველო არ არის, ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა ეპიდემიის და მით უმეტეს, პანდემიის სახე მიიღოს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე ჰანტვირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. დაღუპულთაგან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა.
„საფუძველი იმისა, რომ ჰანტავირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით... საქართველოში აღმოჩენილია თუ არა ეს ვირუსი, ვერ გეტყვით. ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს მის ენდემურ კერას, მისი ენდემური კერაა აზია და სამხრეთ ამერიკა“,- განაცხადა ჩხაიძემ.
მედიკოსის განმარტებით, ჰანტავირუსს აქვს ორი განსხვავებული ფორმა - ერთს ეძახიან ძველი სამყაროს ვირუსს, რომელიც ძირითადად იწვევს თირკმელების დაზიანებას და ამის შემდეგ მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას ანუ სისხლჩაქცევით მიმდინარე დაავადების განვითარებას და მეორე სახეობა - ე.წ. ახალი სამყაროს ვირუსი, რომელიც ფილტვების დაზიანებას იწვევს.
„თირკმლის დაზიანებით მიმდინარე დაავადების დროს გაცილებით დაბალია ლეტალობის მაჩვენებელი, მაქსიმუმ 30%. გართულებების ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის სწორედ ფილტვის დაზიანების ფორმით მიმდინარე ვირუსი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური მედიკამენტი, ისევე როგორც ვაქცინა, არ არსებობს. ამ ვირუსის გადამტანი ძირითადი გზა არის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ეს ვირუსი პირველად აზიის ქვეყნებში 1950-იან წლებში გამოვლინდა. ვრცელდება ძირითადად თაგვებისა და ვირთხებისგან. მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და განავლის მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. ზოგჯერ ადამიანის ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირიებული საკვების მიღებითაც ხდება, თუმცა ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია. ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
დაავადებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ხველება და სუნთქვის გართულება.
ჰანტავირუსის გავრცელების პოტენციური არეალებია ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლოა მღრნელები ცხოვრობდნენ – სარდაფი, ბეღელი, ფარდული და სხვა.
ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ხდება მათი ინტუბირება და ისინი ჟანგბადით თერაპიას გადიან.