https://sputnik-georgia.com/20260506/arqimandriti-kirioni-gelati-rogorc-zegli-gadarchenilia-298458588.html
არქიმანდრიტი კირიონი: გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია
არქიმანდრიტი კირიონი: გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია
Sputnik საქართველო
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. 06.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-06T18:07+0400
2026-05-06T18:07+0400
2026-05-06T18:07+0400
საქართველო
საზოგადოება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284043161_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_5096db3f23101e1b18832e5bdd838afe.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი ინოვაციურად აცხადებს - გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია, განაცხადა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი). გელათის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) 2025 წლის ივნისში დასრულდა. სამუშაოები განახორციელა გელათის დროებითმა რეაბილიტაციის კომიტეტმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის 7,5 მილიონი ლარი გამოუყო.არქიმანდრიტის განცხადებით, გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მას მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი დადებითად და ინოვაციურად აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ძეგლის დროებითი გადახურვა გუნდისთვის უზარმაზარი გამოწვევა იყო. „გამოწვევა იყო ძალიან რთული. მადლობა ღმერთს, ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი შეუდგა ამ პროექტის განხორციელებას, ამაში ჩაერთო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გიგანტი და მოწინავე გერმანული კომპანია „ლეიერი“ და მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნა დღევანდელი გადახურვა, რაც ახლა უკვე აქვს გელათს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა. მისი თქმით, ეს არის უნიკალური გადახურვა - 286 ტონა მასა, რომელიც აგებული არის გელათის ირგვლივ, არცერთი წერტილით არ ეყრდნობა გელათის ტაძარს. მისი განმარტებით, ეს გადახურვა იძლევა აბსოლუტურ კომფორტს, რომ სპეციალისტებმა წლის ნებისმიერ პერიოდში, მნიშვნელობა არ აქვს, ზამთარია, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა, იმუშაონ ძეგლზე, მის გადახურვასა და კონსერვაციაზე. უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. გელათის პრობლემები ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები. დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა. ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284043161_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_ddd4c803e1c667e95f162680c2ce0c27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები
არქიმანდრიტი კირიონი: გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი ინოვაციურად აცხადებს - გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია, განაცხადა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი).
გელათის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) 2025 წლის ივნისში დასრულდა. სამუშაოები განახორციელა გელათის დროებითმა რეაბილიტაციის კომიტეტმა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა. საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის 7,5 მილიონი ლარი გამოუყო.
არქიმანდრიტის განცხადებით, გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მას მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი დადებითად და ინოვაციურად აცხადებს.
„ეს იყო ძალიან რთული, რადგან იყო ათწლეულობით შეუქცევადი და გართულებული პროცესი, რასაც სახელმწიფო ვერ მოერია, გელათის გართულებულ მდგომარეობას ვერ მოერივნენ პროფესიული წრეები და ეკლესია შევდიოდით ამ სირთულეში. ეკლესიის ჩართვა გელათის რეაბილიტაციის პროცესში იყო მისი გადარჩენა და დღეს მე, როგორც ამ პროცესის მონაწილეს, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია“, – განაცხადა ანქიმანდრიტმა.
როგორც მან აღნიშნა, ძეგლის დროებითი გადახურვა გუნდისთვის უზარმაზარი გამოწვევა იყო.
„გამოწვევა იყო ძალიან რთული. მადლობა ღმერთს, ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი შეუდგა ამ პროექტის განხორციელებას, ამაში ჩაერთო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გიგანტი და მოწინავე გერმანული კომპანია „ლეიერი“ და მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნა დღევანდელი გადახურვა, რაც ახლა უკვე აქვს გელათს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
მისი თქმით, ეს არის უნიკალური გადახურვა - 286 ტონა მასა, რომელიც აგებული არის გელათის ირგვლივ, არცერთი წერტილით არ ეყრდნობა გელათის ტაძარს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად სრულყოფილ დონეზე შევასრულეთ დავალება. ეს გადახურვა რამე წერტილებში გელათის გადახურვებს თუ დაეყრდნობოდა, ჩვენი მთავარი ამოცანა შეუსრულებელი ხდებოდა. როცა ამ გადახურვას მოვრჩით, საქართველოში ჩამოსული იყო იუნესკო-ს მიერ გამოგზავნილი მონიტორინგის მისია და ბატონმა ტრეპიმ თქვა, ეს არის ზღაპარი, მე ამას არ მოველოდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ თქვენ ამ დავალებას ამ ხარისხით და ამ სახით შეასრულებდითო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
მისი განმარტებით, ეს გადახურვა იძლევა აბსოლუტურ კომფორტს, რომ სპეციალისტებმა წლის ნებისმიერ პერიოდში, მნიშვნელობა არ აქვს, ზამთარია, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა, იმუშაონ ძეგლზე, მის გადახურვასა და კონსერვაციაზე.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.