https://sputnik-georgia.com/20260505/saqartvelo-bahreinis-matchze-biletebis-gakidva-iwyeba-298434974.html
ივნისის ამხანაგური მატჩები: საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
ივნისის ამხანაგური მატჩები: საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
Sputnik საქართველო
ივნისის ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. 05.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-05T10:27+0400
2026-05-05T10:27+0400
2026-05-05T10:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824505_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_8bded077eadb38b50d8d61fb9ddb4066.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 5 ივნისს კი ბაჰრეინს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველო-რუმინეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე დაიწყო. ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ქონა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის აუცილებელია.რუმინეთთან მატჩში ნაკრებს გურამ კაშია უკაპიტნებს, რომელიც ამ შეხვედრით 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ფეხბურთელმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.ორივე ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: 26 მარტს თბილისში ისრაელთან შეხვედრა ფრე ანგარიშით 2:2 დაასრულა, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ გასვლით მატჩში გამარჯვება (2:0) მოიპოვა.საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდ. ირლანდია იქნებიან. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824505_180:0:1260:810_1920x0_80_0_0_faac86be902afd5cce5f9dea653d3b9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ივნისის ამხანაგური მატჩები: საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება
ივნისის ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ნაკრების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 5 ივნისს კი ბაჰრეინს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო-რუმინეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს, 12:00 საათზე დაიწყო.
ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ქონა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის აუცილებელია.
რუმინეთთან მატჩში ნაკრებს გურამ კაშია უკაპიტნებს, რომელიც ამ შეხვედრით 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ფეხბურთელმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა.
ორივე ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი იქნება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: 26 მარტს თბილისში ისრაელთან შეხვედრა ფრე ანგარიშით 2:2 დაასრულა, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ გასვლით მატჩში გამარჯვება (2:0) მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, კერძოდ, B2 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთი, უკრაინა და ჩრდ. ირლანდია იქნებიან. ეს არის ზედიზედ მეორე შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამ დონეზე ითამაშებს, რაც ევროპის წამყვან გუნდებთან დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა.
ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, E ჯგუფში სამი ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე, სექტემბერში ბულგარეთის წინააღმდეგ